გოდერძი ჩოხელი დღეს 68 წლის გახდებოდა

0
482
25 Views

მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი დღეს 68 წლის გახდებოდა.

გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა.

სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან – კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი კინოსარეჟისოროზე გადავიდა და ლანა ღოღობერიძის მოწაფე გახდა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში.

1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს“. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი ხეობა“, „თევზის წერილები“, „შემინახე,დედაო მიწავ“!, „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“. ლექსების კრებული „ბედი მდევარი“, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე „შავი არაგვი“, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: „მგელი“, „მღდვლის ცოდვა“, „ადამიანთა სევდა“, „სულეთის კიდობანი“.

გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები.

1976 წელს – „ადგილის დედა“, 1982 წელს მიიღო ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი მიიღო;
1980 წელს გადაიღო „ბაკურხეველი ხევსური”; 1981 წელს – „აღდგომა”; 1984 წელს – „ადამიანთა სევდა”;
1986 წელს – „წერილი ნაძვებს”; 1988 წერს – „უცხო”; 1989 წელს – „თეთრი ალამი”.
1989 წელს გადაღებულ „ცოდვის შვილებს” მიღებული აქვს პრიზები: 1990 წელს მონტე-კარლოს კინოფესტივალზე – 2 პრიზი: „ვერცხლის ნიმფა“ და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი.
1992 წელს იაპონიაში, ხიროსიმაში ჟიურის სპეციალური პრიზი; 1992 წელს მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო პრემია თბილსში გამართულ კინოფესტივალზე, სახელწოდებით „ოქროს არწივი”, საუკეთესო სცენარისათვის ჟიურის სპეციალური პრიზი.
1997 წელს გამოვიდა „სამოთხის გვრიტები” – გრან-პრი ანაპის ფესტივალზე „კინოშოკი”;
1998 წელს – „ლუკას სახარება”. ფილმმა ანაპის ფესტივალზე „კინოშოკი“ მიიღო პრიზი საუკეთესო სცენარისათვის. 1999 წელს – მართლმადიდებელ კინოფესტივალზე რუსეთის პატრიარქის ალექსეი მეორის მიერ დაწესებული პრიზი; 1999 წელს გადაიღო „მიჯაჭვული რაინდები”, რომელიც ორი პრიზით დაჯილდოვდა, ერთი – საუკეთესო პროდიუსერისათვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
„სიყვარულის ცეცხლი“ – 2003 წელს.

გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა 2007 წელს. დასაფლავებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.

Cesko