ჯო ბაიდენი: აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე

0
372
22 Views

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე.

ჯო ბაიდენმა დაგმო ე.წ. „რეფერენდუმი“, რომელიც საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ოლქებში ჩაატარეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შედეგები მოსკოვში ჩაწყობილი იყო.

„ამერიკის შეერთებული შტატები, მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, აშშ არასოდეს, არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

„იმპერიული ამბიციების განსახორციელებლად რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე გაეროს წესდებისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Cesko