აღზევებული მდაბიოების გაპარპაშება იყო შენი მთავარი შეცდომა, აკი გეუბნებოდი ეს პურ-ფუნთუშეულის, ვიზაჟ-მასაჟის სილიკონით გაჟღენთილი დედოფლები სახელმწიფო მმართველობაში, არშემდგარი ძველი ბიჭები, გონებანაკლული სადისტები თანამდებობებზე ოდესმე გადაგჩეხავდნენ.
გადაგჩეხეს…
ეს წიკვინა, დუჟმომდგარი, შენს მიმართ ფსევდო სიყვარულით გაჯერებულები, ოდესმე გაგყიდიდნენ.
გაგყიდეს…
ეს გაზულუქებული, შენგან ხელდასმული, ნაყაჩაღარ სიმდიდრეში გახვეული, მეგობრების ძვლებზე ბიზნეს აწყობილები ოდესმე შენც დაგახურდავებდნენ.
დაგახურდავეს…
ეს ა-ლა მატახარი, მსუნაგი ქალები ოდესმე დიდ რქებს დაგადგამდნენ.
დაგადგეს.
რატომ დაკარგე ნამდვილები?
სად გაფანტე გრძნობები?
რატომ იზრდება შენი ნანატრი გოგო უშენოდ?
რატომ აურიე ცხოვრება შენს ბიჭებს?
მე მიყვარს შენი სამივე შვილი, მე მეცოდებიან ისინი ასეთი ყოფისთვის…
თუ ამას ყველაფერს მიხვდი-ჩავთვლი, რომ ტყუილად არ გწერ, დანარჩენს საკანში შემოვალ და იქ მოგიყვები.
მწარეა, მაგრამ უნდა გაუძლო, სულის კათარზისია ეს…
გამოსავალი?
დიდი, ადამიანური ბოდიში!
უარის თქმა პოლიტიკაზე,
შენი მტრების და მტრების მხილება, აბა მოყვასი არ გაიჩერე გვერდში… მუხლის მოდრეკა მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის წინაშე.
სულ ესაა…
და იქნებ მოგიტევონ…
ლალი მოროშკინა; სოციალური ქსელი
“სულ ესაა… და იქნებ მოგიტევონ…” – ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილს მიმართავს
30 Views