„ფულს და ჩეკს რომ მიტეხავდა, საერთოდ არ ეტყობოდა ახალი რომ იყო“ – რა მოხდა „2 ნაბიჯში“

0
5714
23 Views

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ალექსანდრე ჯიქია, „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში“ „ორ ნაბიჯში“ მომხდარის შესახებ წერს.

„როგორ გვატყუებენ მაღაზიებში

ნაწილი 1

მოკლედ, იოსებიძის “ორ ნაბიჯში” შევდივარ და ვიღებ 1 პურს, 1 ტყემალს და 1 ყველაზე იაფფასიან ხელსახოცს, მოლარე გოგონა ატარებს და მეუბნება 9 ლარი და 5 თეთრი. ერთი გავიფიქრე – ვააახ, ტყემალი როგორ გაძვირებულა მეთქი და ბარათი გავატარე. ტერმინალმა დაიწრიპინა და მოლარემ ჩეკი ეგრევე ჩატეხა. ვდგავარ და თვალებში ვუყურებ, შემომხედა და მეკითხება – უი, პარკი ხომ არ გინდოდათ?

არა მეთქი.

-თავისუფალი ხართ!

-ჩეკი!

-რა ბრძანეთ?

-ჩეკი! ჩეკი მომეცით!

ზლაზვნით მაძლევს ჩეკს და ვხედავ, რომ ეგ ჩემი ყველაზე იაფფასიანი ხელსახოცი 3-ჯერ არის გატარებული..

– უკაცრავად, ეს ხელსახოცი 3-ჯერ რატომ არის გატარებული?

– 3 ცალი დევს შიგნით, აი ნახეთ – 1, 2, 3..

– რააააააააააააააააააააააა?! – ვიცინო თუ ვიკივლო, აღარ ვიცი უკვე, სახეზეც ეგ მაწერია.

– ა, მაშინ არ ვიცი, ბოდიში, ახალი ვარ, რამდენი გეკუთვნით? (არადა, ფულს და ჩეკს რომ მიტეხავდა, საერთოდ არ ეტყობოდა ახალი რომ იყო)
მოკლედ, ქეშად დამიბრუნა 2,95 და დავიშალეთ.

ჭირიც იქა და ქატოც…“ – წერს ალექსანდრე ჯიქია.

„ფულს და ჩეკს რომ მიტეხავდა, საერთოდ არ ეტყობოდა ახალი რომ იყო“ - რა მოხდა „ორ ნაბიჯში“?

 

Cesko