40 Views
რა ბედნიერი ვიყავი ამ დღეს – ასე მეგონა ახალ ეპოქას ვუყრიდით საძირკველს…და რას წარმოვიდგენდი 2021 წლის 14 ოქტომბერს რა ღალატს ჰქონია ადგილი.“- წერს “ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი წევრი და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე და იხსენებს 2021 წლის 14 სექტემბერს, თავისუფლების მოედანზე, პარტიის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას.
ორჯონიკიძეც პარტიის ე.წ ლიდერშიპს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღალატში ადანაშაულებს.
“სულ რაღაც სამ კვირაში,8 ნოემბრის აქციის დაშლის მერე საბოლოოდ დავრწმუნდი ამ სავალალო ვითარებაში და პარტიიდან საჯაროდ გავედი,რადგან სახელის გარდა მას სააკაშვილთან აღარაფერი აკავშირებდა.”– წერს მაია ორჯონიკიძე.