ჩრდილოეთ ოსეთის შსს – „ზემო ლარსთან“ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი განთავსდება

0
462
23 Views

საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან მალე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი განთავსდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსისა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

„უახლოეს მომავალში საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი, სამხედრო კომისარიატი, განთავსდება“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Cesko