(ვიდეო) ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალური განცხადებები – „მაგრად მკიდია, ამის შემდეგ რასაც დამიძახებენ“

0
3284
19 Views

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა დაანონსა, დღეს ლაივ-ჩართვა გააკეთა, სადაც „ნაცმოძრაოძის“ სკანდალურ კულუარებზე ილაპარაკა. „ამას არ ვყვებოდი, ირაკლი კობახიძე არ გავახარო მეთქი, მაგრამ მოგნი, იმათ ჩვენზე კარგად იციან, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ . არ იცის მხოლოდ ნაცმოძრაობის ამომრჩეველმა“… – ამბობს ჟორჟოლიანი

„ერთი შეხვედრა გვქონდა, რაღაცეები უნდა მოგვექოქა, მეორე შეხვედრაც შედგა და ხაბე დავკარგე. ამის მერე გავაკეთე “ჩატი”, სადაც ახალგაზრდების მობილიზება უნდა მომხდარიყო, მილიონი დეტალია საჭირო, სადაც პარტიის დახმარება იყო საჭირო… ხაბეიშვილს ვწერდი, რას ფიქრობდა, რა უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა ის პასუხს სამ დღეში ერთხელ გვცემდა. შემდეგ გავარკვიე, რომ ხაბეს საგამოძიებო ორგანიზაცია გაუკეთებია და ახლა აქიდან ებრძვის ბიძინას”- თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა…

„უნდოდათ, შეექმნათ ანტურაჟი, რომ ხალხს მიშა არ აინტერესებს და თემა ბოლომდე მოკლეს” – ამბობს ჟორჟოლიანი.

„ლოგისტიკური ამბები იყო მოსაგვარებელი, რაც წმინდა ლოგისტიკის გარდა, მოითხოვდა ფინანსებსაც, ოღონდ არ მინდა წარმოიდგინოთ, რომ მილიონებზეა საუბარი… ვიკითხე ვინ იყო ის ადამიანი პარტიაში, ვისაც ამ თემებზე დავეკონტაქტებოდი…. ელემენტარული რაღაცეები იყო – სცენა, დინამიკები….

მოკლედ, მივედი ამ ადამიანთან, ვუთხარი, სცენაა საჭირო-თქო… ჯერ ისეთი აგრესიული გახდა, დათვლილი რატომ არ მომიტანეო… ამას რატომ გიყვებით, იცით? მიშას შიმშილობის 34-3 დღე იყო, ლამის ივანიშვილიც კი ითხოვდა მიშას საავადმყოფოში გადაყვანას, გაერთიანდა მთელი საქართველო… მე რატომ უნდა დავთვალოთ-თქო პარტიამ დათვალოს-თქო, მე არაფერ შუაში ვარ-თქო… ფიცარი ეგდო ძირს, გადახედა და მითხრა, ესო საკმარისი არ არისო?! … მე რაც ვუპასუხე, აქ აღარ მოვყვები, თვითმხილველიც არსებობს ამისი… ჯერ მითხრა, პარალელური აქცია გვაქვსო… მეორე ფრონტი გვაქვსო… მივხვდი, რომ აქ არავინ გააკეთებს იმას, რასაც ვითხოვდი… მოკლედ, ეს იყო პეტრე ცისკარიშვილი!.. ასჯერ მოვყევი ეს ისტორია, რომ არ გავბრაზებულიყავი და მაინც ვბრაზდები…

Cesko