ოდესაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ „ანთიმოზი“ დააკავეს – უკრაინული მედია

0
691
29 Views

ოდესაში ქართველი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „ანთიმოზი“ დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის ოდესის ოლქი იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ოდესაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სოხუმ-ქუთაისის ე.წ. კლანის ძლიერი კრიმინალური ჯგუფი განეიტრალდა.

„დაკავებულებს შორის არის ერთ-ერთი რეგიონული ძალოვანი უწყების აქტიური თანამშრომელი. მთელი ბანდის საქმიანობას კოორდინაციას უწევდა კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი – კანონიერი ქურდი, მეტსახელად ანთიმოზი…“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, თავდამსხმელებმა დაატერორეს სამხრეთ უკრაინის მცხოვრებლები და ადგილობრივი მეწარმეებისგან ფული „ამოიღეს“. თუ ისინი უარს იტყოდნენ „ხარკის“ გადახდაზე, ექვემდებარებოდნენ ფსიქოლოგიური ზეწოლას და ძალადობას.

ოპერატიული მონაცემებით, ბანდის წევრები მონაწილეობდნენ ადამიანების გატაცებასა და წამებაში, რათა მიეღოთ „გამოსასყიდი“ მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. ასეთი უკანონოდ მოპოვებული ფული „ქურდული ფონდის“ შევსებასა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მსჯავრდებულთა მხარდაჭერის მიზნით გამოიყენებოდა.

გარდა ამისა, ჯგუფის ლიდერები ცდილობდნენ თავიანთი დანაშაულებრივი გავლენის გავრცელებას შავი ზღვის რეგიონის ტერიტორიაზე. ამისათვის ისინი აშინებდნენ ხალხს და განსაკუთრებული სისასტიკით ახორციელებდნენ ყაჩაღურ თავდასხმებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბანდაში შედიოდნენ ოდესის რამდენიმე მკვიდრი, მათ შორის დამნაშავეები, რომლებიც ადრე მძიმე დანაშაულისთვის იყვნენ ნასამართლევი.

დადგინდა, რომ თავდამსხმელები ოდესელი ბიზნესმენისგან 200 ათასი დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ.

„ანთიმოზი“ (ანთიმოზ კუხილავა) დაიბადა 1956 წელს, ის არის საქართველოდან. როგორც ცნობილია, ის 1975 წელს „მოინათლა“ ქურდად.

დაახლოებით 10 წლის წინ, ის კიევის რეგიონში დააკავეს და საქართველოში დაადეპორტეს, საიდანაც თურქეთში გაემგზავრა. სამართალდამცავების თქმით, „ანთიმოზს“ სერიოზული გავლენა ჰქონდა ოდესის ოლქის ტერიტორიაზე.

Cesko