გაირკვა ბინაში ნაპოვნი გარდაცვლილი ბიჭების ვინაობა – “მი­ვა­გე­ნით გა­ყი­ნულს, კა­რის­კენ შერ­ჩე­ნი­ლი თვა­ლე­ბით, ერთ-ერთი დიჯეია”

0
543
21 Views

მუ­ხი­ან­ში, დუმ­ბა­ძის გამ­ზირ­ზე, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ორი ახალ­გაზ­რდა გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს.

რო­გორც ახალ­გაზ­რდე­ბის მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, დიდი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ისი­ნი აღ­ნიშ­ნულ სახ­ლში ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. ერთ-ერთი მე­ზობ­ლის თქმით, ახალ­გაზ­რდე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ორი დღის გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იყ­ვნენ.

“გუ­შინ, სა­ღა­მოს, სამ­სა­ხუ­რი­დან რომ მო­ვე­დი, ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, სას­წრა­ფოს ექი­მე­ბი დამ­ხვდნენ და მერე გა­ვი­გე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. ამ ბი­ჭებს არ ვიც­ნობ­დი, თვა­ლით არ მი­ნა­ხავს არას­დროს. აქ და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი თვე იქ­ნე­ბა, რაც ცხოვ­რო­ბენ, რად­გან იმ სახ­ლში მა­ნამ­დე სხვა ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და. რო­გორც ვიცი, წინა დღის გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან. თუ არ ვცდე­ბი, ად­გილ­ზე ერთ-ერ­თის მამა იყო მო­სუ­ლი. კორ­პუს­ში, სა­დარ­ბა­ზო­ში გა­ზის სუნი არ ყო­ფი­ლა, სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი”,- აცხა­დებს ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბი ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­მა უნდა და­ად­გი­ნოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი.

რო­გორც ირ­კე­ვე­ვა გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი­დან ერთ-ერთი ტატო კან­დე­ლა­კია, რო­მე­ლიც დი­ჯეი გახ­ლდათ.

“ორ­დღი­ა­ნი ვერ და­კავ­ში­რე­ბის შემ­დეგ მი­ვა­გე­ნით გა­ყი­ნულს, მის მე­გო­ბარ­თან ერ­თად, პირ­და­პირ კა­რის­კენ შერ­ჩე­ნი­ლი თვა­ლე­ბით. მეტს ვე­რა­ფერს ვამ­ბობ, ჯერ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხიც არ ვიცი. რე­ა­ლო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა მი­ჭირს, გა­უფრ­თხილ­დით სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლე­ებს… ” – წერს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

წყარო: ambebi.ge

Cesko