დიდი დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” – ვის ჩაანაცვლებს ლევან ხაბეიშვილი და რას აკეთებს “კეზერა” – ვინ არის კრეტინი და გიულის სულის ვარდი

0
1105
18 Views

ჩავარდნილი „ცხელი შემოდგომა“ და გზავნილებსა და მოთხოვნებში აცდენილი „ნაციონალური მოძრაობა“ – მას შემდეგ რაც ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპორტესტო აქციები და რიგგარეშე არჩევნები დააანონსა, გაოცება ჯერ მის პარტიაში გამოხატეს, შემდეგ კი დანარჩენ ოპოზიციაში. აღმოჩნდა, რომ მელიას მიერ შემოთვაზებული „ცხელი შემოდგომა“ „ნელთბილიც“ კი არ იქნება. თუმცა მელიას ერთი მომხრე და თანამოაზრე „გირჩი მეტი – თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სახით მაინც აღმოაჩნდა.

ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი მთავარი ფუნქცია ქვეყანაში რაღაცების გაფუჭება იქნება და ამაში მისი სამასიათასი გამომწერი დაეხმარება. არადა ბოლოს 3 ივლისს ჩაფლავებული აქციის შემდეგ, ოპოზიციას აღარც მივარდნის და აღარც გამოვარდნის რესურსი აღარ დარჩა. დაპირისიპირება თავად ენმ-ში იმდენად გამწვავებულია, რომ პარტიაში ბანაკებადაც კი არიან დაყოფილები. როგორც ხმები ვრცელდება, დავით კეზერაშვილი კობა ნაყოფიას და პეტრე ცისკარიშვილის გადაყენებას ითხოვს. მათ მაგივრად კი დაწინაურებას ლევან ხაბეიშვილს უპირებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის პოლიიტიკურად როგორც ქვეყანაში, ასევე პარტიის შიგნით გაბანკროტებულია.

დაპირისპირება კულისებს გასცდა და საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ ენმ-ის წევრს რომან გოცირიძესა და გიული ალასანიას მეგობარ გიორგი ჩალაძეს შორის სიტუაცია დაიძაბა.

რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძის პოსტის „სქრინს“ აქვეყნებს და წერს:

„ვინმემ იცით, ამ მოსიარულე კრეტინს რა უნდა?“ – და  კომენტარებში დაამატა: „პარტიის ოფისის შტურმის წინა დღეს, როცა ნიკა მელიას იცავდა ათასზე მეტი ადამიანი, კინწისკვრით იქნა გაგდებული პარტიიდან ინტრიგნობისათვის. დროზე რომ თქმულიყო ეს, ვერ გაბედავდა თავისი ჩვეული ინტრიგნობის გაგრძელებას. ბოლოს მეორეჯერ იქნა გაგდებული კინწისკვრით ორიოდე თვის წინათ, როცა გაბედა და „შემოიხედა“ პარტიის ოფისში. მიშას თანამებრძოლის როლი მოირგო და ამდენი წელი თავს ვიკავებდით ამ კრეტინი ვირეშმაკას შესახებ ღიად საუბარზე“, – წერს გოცირიძე.

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ პოლიტიკურად „ცხელი შემოდგომა“ კი არა „ნელთბილი შემოდგომაც“ არ გვექნება. ანალიტიკოსი ამის მიზეზად ოპოზიციის არასწორ ქმედებას და განცხადებებს ასახელებს. ძაბირაძე ამბობს, რომ 2 წლის განმავლობაში ოპოზიცია რიგგარეშე არჩვენებს ითხოვდა. ამისთვის პარლამენტშიც კი არ შედიოდნენ და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო შექმნილი, მაგრამ ხელისუფლება ამ მოთხოვნას მაინც არ დასთანხმდა. მით უმეტეს ახლა არანაირი პოლიტიკური პროცესი არ არსებობს იმისთვის, რომ ხელისუფლება ამაზე წავიდეს. ამიტომაც ოპოზიციის მოთხოვნები იმდენად მოძველებული და გაცვეთილია, რომ ჩვენს მოსახლეობა მათ მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი.

„მას შემდგე რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ოპოზიცია მუდმივად წინა პლანზე რაღაცა თემების წამოწევას ცდილობს. ვნახეთ უკრაინის მხარდამჭერი აქციები, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით რუსთაველზე შეკრებილი ხალხი, მაგრამ როგორც კი წინა პლანზე პოლიტიკური განცახდებები მოდის და ხალხს არჩევანის წინაშე აყენებენ, ან ხელისუფლება ან „ნაციონალები“, აქციის მონაწილეები სახლებში მიდიან. რატომ? იმიტომ რომ არსებული ოპოზიცია ხალხს არ უნდა. ვერ აჯერებენ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ხელისუფლებაზე უკეთესები იქნებიან. მელიასთან მაქვს კითხვა: მართლაც რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩვენები, მით უმეტეს სააკაშვილი პოლიტიკურად აღარ არის იმ სიმძიმის მატარებელი, რაც აქამდე იყო, რისი იმედი აქვთ? რა შეიცვალა ქვეყანაში ისეთი, რომ ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა მიიღებს? მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე, ჩვენს მოსახლეობაში მშვიდობის მოთხოვნა პირველ ადგილას დგას. მათ სჯერათ და ამისთვის ოპოზიციამაც ბევრი შეცდომა დაუშვა, რომ ეს ხელისუფლება ამ მშვიდობის გარანტორია. ახლა საუბარი იმაზე, რომ გოგაშვილი სადღაცას რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრაზე ილაპარაკებს და ხალხს ოპოზიცია ამ მოტივით ქუჩაში გამოიყვანს, ძალინ ცდებიან. მერე რაო იტყვიან, ეტყობა გომელურმა რუსებთან რაღაცა დაალაგა და ამით ქვეყანაში მშვიდობის გარანტია მიიღო. ივანიშვილი თუ კრემლთა რაღაცებს ალაგებს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ამით სიმშვიდის გარანტიას იღებს. ოპოზიცია ამას ვერ ხვდება და ისევ იგივე შეცდომებს უშვებს. ახლა ვართ შევარდნაძის მმართველობის წინა პერიოდის მსგავს სიტუაციაში, როცა ხალხს ეგონა, რომ შევარდნაძის მოსვლით რუსებთან ურთიერთობა დალაგდებოდა. ამიტომ ფუჭია იმედი იმაზე, რომ თუ გოგშვილი რაღაცა სკანდალურ თემებზე ისაუბრებს, ივანიშვილს რუსებთან ურთიერთობაზე ბრალს დასდებენ და ხალხი ქუჩაში გამოვა“, – ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ეს შემდოგომაც ჩააგდო. ამიტომ რაღაცა სასწაული შეცდომა უნდა დაუშვას ხელისუფლებამ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. მით უმეტეს რეგიონში შექმნილი მძიმე სიტუაციის ფონზე, წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში რამე მასშტაბური აქციები დაიწყოს. ოპოზიციამ უნდა შეძლოს და გარკვეული თემები გადააფასოს, რომ იმაზე ისაუბროს, რაც ხალხს აინტერესებს. ახლა ჩვენი მოსახლეობის ინტერესში არც რიგგარეშე არჩვენებია და არც მასშტაბური აქციები.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფრიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციოანლურ მოძრაობას“ ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ ქუჩაში ხალხი გამოიყვანოს, მაგრამ რამდენად შეძლებს პერმანენტული აქცეიბის უზრუნველყოფას და შემდეგ ამ საპროტესტო მუხტის რევოლუციურ სცენარში გადაყვანას, რთული სათქმელია. მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, მაგრამ როდესაც საქმე „ნაციონალების“ უკან დაბრუნებაზე დგება, მოსახლოება მსგავსი აქციებისგან დისტანცირებას ცდილობს. ამიტომაც გასაკვირია, რის ხარჯზე აანონსებს ან ნიკა მელია ან კიდევ ზურაბ ჯაფარიძე „ცხელ შემოდგომას“?

„ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე თაკო ჩარკვიანი გამახსენდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისას 100 000-მდე კაცის აეროპორტში დახვედრას აპირებდა. შესაძლოა ჯაფარიძეს ჰყავს ბევრი გამომწერი სოციალურ ქსელში, მაგრამ ვერ ვხედავ იდეას ან ქვეყანაში მსგავს პოლიტიკურ პროცესებს, რომ ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეძლონ. როგორც ინფორმაცია მაქვს, ენმ რეგიონებში დადის და ხალხს ხვდება, რაღაცა ნაწილის ქუჩაში გამოყვანას ალბათ შეძლებენ, მაგრამ ეს იქნება მორიგი აქცია, რომელიც ისევე დაიშლება როგორც აქამდე დაშლილა. თუმცა თავად „ნაციოანლურ მოძრაობაშიც“ კი მელიას განცხადებას და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნამ გარკვეული გაურკვევლობა გამოიწვია. ამ მოთხოვნას პარტიის ხელმძღვანელობის და წევრების მხოლოდ ნაწილი დაეთანხმა. ამიტომ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მელიას ინიციატივას არა თუ ოპოზიციაში, არამედ საკუთარ პარტიაშიც კი მხარს არ უჭერენ.

შესაძლოა სპეციალურად იქმნება შთაბეჭდილება თითქოს პოლიტიკურად არ არის აქტიური სიტუაცია, მაგრამ არავინ იცის მოულოდნელად რა შეიძლება მოხდეს. ოპოზიციას ახლა ხელთ არა აქვს ისეთი თემა, რომ ამაზე ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეძლოს. თემის აგორებას ომის ირგვილვაც ვერ შეძლებენ, რადგანაც ყველა სოციალური კვლევების მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ომის წინააღმდეგია. თავად „ნაციონალური მოძაობის“ ამომრჩეველშიც კი ამ იდეას მხარდაჭერა არა აქვს“, – ამბობს ანაჯაფარიძე.

Cesko