სასწრაფოდ!  საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ნიკა გვარამიას საქმეს თავდაყირა აყენებს

0
2187
26 Views

“გადავწყვიტე სამართლებრივად შევაფასო ეს განაჩენი, რომ ნათლად წარმოჩინდეს, თუ რამდენად უგულებელყოფს მოსამართლე ადამიანის უფლებებს, რამაც განაპირობა ნიკა გვარამიას უკანონო მსჯავრდება” – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის შესახებ სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ნიკა გვარამიას ქმედებაში საერთოდ არ არის სისხლის
სამართლებრივად დასჯადი ქმედების ნიშნები, სახეზეა წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი (კორპორაციულ-სამართლებრივი) ურთიერთობა.
დასკვნის ცალკეულ დებულებაში ვკითხულობთ შემდეგს:

– ნიკა გვარამიას მიმართ ღირსების უფლების დარღვევა/დამამცირებელი მოპყრობა.
– ნიკა გვარამიას მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ მოპყრობას, როდესაც მას სხდომათა დარბაზში დაადეს ხელბორკილები (კონსტიტუცია, მუხ.9).
– ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე განაჩენი არის დაუსაბუთებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც ნიშნავს, რომ ის ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლების უფლებრივ შინაარსს დასაბუთებულობის ნაწილში.
– საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 220-ე მუხლის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) შინაარსი არასწორად განმარტა მოსამართლემ და გასცდა მის ფარგლებს
გადაწყვეტილება/განაჩენის დასაბუთება, მათ შორის, გულისხმობს, რომ ნორმათა განმარტებისას მოსამართლემ უნდა იმოქმედოს „სამართლის ერთიანობის“ პრინციპის დაცვით, ანუ ნორმის გამოყენების/განმარტების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს სამართლის სხვა ნორმებთან/დარგებთან.ხელშეკრულების ეპიზოდის შემთხვევაშიმოსამართლე ფაქტობრივი ვითრების დადგენისას და შეფასებისას სპეციალურად უვლის გვერდს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს და მათ შეფასებას, რომლებზეც მიუთითებდა დაცვის მხარე.მოსამართლემ ასევე არ შეაფასა ის ფაქტობრივი პოლიტიკურ-სამართლებრივი ვითარება, რომელიც იმ პერიოდში რუსთავი2-ის ირგვლივ იყო. მოსამართლემ, არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არცერთი რელევანტური არგუმენტი, სამაგიეროდ გაითვალისწინა ბრალდების სასარგებლოდ მოყვანილი სტატისტიკური ინფორმაცია.
სასამართლოს მიერ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეფასების გარეშე დატოვება, არათანაბარი ყურადღება მხარეების არგუმენტებისადმი, მხარეების მიერ წარმოდგენილი ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტებიდან ერთ-ერთის გათვალისწინება და სხვა არგუმენტების უარყოფა უარყოფის მიზეზის მითითების გარეშე, ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს.
– ქიბარ ხალვაშის ეპიზოდი განაჩენში
მოსამართლე მიიჩნევს, რომ 2015 წელს ხელშეკრულების დადებით ქიბარ ხალვაშს გამიზნულად მიადგა ზიანი. ეს ეპიზოდი განაჩენში სავალალოდ გამოიყურება. სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების პუნქტებს და სხვადასხვა წლების შესაბამისი თვეების მიხედვით სხვაობებს, მოსამართლე გამიზნულად აფასებს იმგვარდ, რომ ნიკა გვარამიას მოქმედება დაუქვემდებაროს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას.
– ავტომანქანის ეპიზოდი
მოსამართლის მსჯელობა ავტომანქანის ეპიზოდში არის დაუსაბუთებელი, მხოლოდ გარიგების დადების პროცესის აღწერა და გარიგების შინაარსის გადმოცემა საკმარისი არ არის ქმედების დანაშაულებრივად მიჩნევისათვის. მოსამართლემ არც კი შეაფასა მის მიერ მტკიცებულებად მიჩნეული ინფორმაციის სიმყარე. მოსამართლის მიერ მოყვანილი მსჯელობა არის ფაქტების მშრალი აღწერა, ყოვლგვარი სამართლებრივი სტანდარტებისა და ანალიზის გარეშე, ვერ დასტურდება მტკიცებულებათა სარწმუნოობა, სანდოობა და რელევანტურობა (შემხებლობა).
მტკიცებულებითი სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ ობიექტურ დამკვირვებელს სასამართლოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაში, პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის საფუძველიც კი არ უნდა გააჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებული პირის სასარგებლოდ (ე.წ. In dubio pro reo-ს პრინციპი).
სსსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. როგორც განაჩენის სამართლებრივი ანალიზი მიუთითებს, ვერ დასტურდება ნიკა გვარამიას ბრალეულობა, განზრახ ბოროტო განზრახვა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ ქმედება, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზანი. შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნა და დაუშვებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

Cesko