სოსო გოგაშვილის ცოლი, თია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ დაახლოებით 1 წლის წინ, მაშინ როცა მისი ქმარი სუს-დანაც და „ქართული ოცნებიდანაც” წასული იყო, მათთან სახლში ირაკლი კობახიძე მივიდა და გაჩუმების სანაცვლოდ „საქართველოს რკინიგზაში”, ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმება შესთავაზა.
„ირაკლი კობახიძე ჩვენ ოჯახში მოვიდა 1 წლის წინ, როდესაც მათ უკვე თურმე საქმე აღძრული ჰქონიათ და იგი მოვიდა შავი ფერის დაბურული შკოდით. როცა 2 საათი გაგრძელდა საუბარი და გამოვედი, მკაცრი ტონით უთხრა ირაკლი კობახიძეს, რაც ჩემი ყურით კარგად გავიგონე – ირაკლი გაიგე, სოსო გოგაშვილი არ იყიდება.
შემოთავაზება იყო, რომ მე (სოსო გოგაშვილი) რკინიგზაში უნდა წავსულიყავი უფროსად, ექნებოდა 20.000 ლარი ხელფასი და ვიქნებოდი ძალიან მშვიდად, გაჩუმების სანაცვლოდ…” – ამბობს თია მარტყოფლიშვილი და დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ამ შეთავაზებით, პირადად ივანიშვილის დავალებით მივიდა:
„ირაკლი კობახიძე რა ფიგურაა ისეთი, რომ თავისი ინიციატივით გადაწყვიტოს რამე, თუ არა ბიძინა ვანიშვილის დავალებით რომ არ მოსულიყო ის ჩვენთან” – ამბობს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე.