15 სექტემბერი რთული და პრობლემური დღე იქნება – ბესო ბაციაშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

0
492
21 Views

როგორია ასტროლოგ ბესო ბაციაშვილის პროგნოზი, 15 სექტემბრისთვის: სიმბოლური შესატყვისება:
მორიელის მე-7 და მე-18 გრადუსები. სიმბოლო: მოქმედება: დამარცხება. სახელწოდება: ობობა, ბადე.

ნეგატიურია, საკმაოდ მძიმე დღეა.  ამ დღეს უფრთხილდით მოწამვლას, სულიერ თრობას, დიდი სიფთრთხილეა საჭირო ახალი იდეების მიმართ. ამ დღეს არ აიღოთ და არ გასცეთ ვალი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ცუდია ახალი და რთული საქმიანობის დასაწყებად, ქორწინებისათვის. კარგია მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ.

შავი მაგიის დღეა. უნდა იტიროთ, მოინანიოთ. ეს ყველასთვის ასტრალური განწმენდის (ანუ სულის და სინდისის) ზნეობრივი განწმენდის დღეა.

სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი საქციელი, თუნდაც გულში მოვინანიოთ, გავთავისუფლდეთ სიცრუისაგან, ამპარტავნებისაგან, სხვისი აზრებისაგან, სატანური ილუზიებისგა. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა (ძველად ამ დღეს კოცონს გადაახტებოდნენ ხოლმე), სანთლის შემოტარება ოთახებსა და ეზოში. უკეთესია კანდელი.

სამედიცინო თვალსაზრისით:

კრიტიკული დღეა სულიერი ავადმყოფებისათვის. ამ დღეს ცუდია ავად გახდომა ჴ დუნედ და ხანგრძლივად გასტანს. ბევრია მოწამვლა. ამ დღეს თავს შეგახსენებთ ბრმა ნაწლავი.

მედიტაცია:

ცეცხლი, სუფთა წყალი, ადამიანი.

მთვარე იმყოფება  ,,კუროს”  ზოდიაქოში 13.09-ის 15:39 სთ.დან  16.09-ის 0:16 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ქალწულის და თხის რქის  ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  კირჩხიბის და  თევზების  ზოდიაქოს.

საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს.

კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.

ნეიტრალურია აღნიშნული დღეები ტყუპების ნიშნისთვის.

კრიტიკულია ეს პერიოდი ლომის  და მერწყულის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი:  15 სექტემბერი რთული და პრობლემური დღე იქნება, მაგრამ შესაძლებელია წარმატების მიღწევა, თუ საქმეს პროფესიონალები აკეთებენ.“ – წერს ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

წყარო: astrokonsultant.blogspot.com

Cesko