„ძველი ურთიერთობები შეწყდა? გაარკვიეთ, შესაძლოა აღადგინოთ. სამყარო გვეუბნება დავუბრუნდეთ ძველ, გაჩერებულ პროექტებს, აღვადგინოთ დაკარგული ურთიერთობები“, – ამბობს გადაცემა „იმედის დილაში“ ასტროლოგი – მიხეილ ცაგარელი.
მან ზოდიაქოს ნიშნების შესახებ ისაუბრა და მთლიანი კვირის პროგნოზი გააცნო მაყურებელს.
„ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას გეომაგნიტური დღეებია – მზის ქარიშხალი იწვევს ავადობას, შესაძლოა, წნევის ცვლილება.
ვერძი – ენერგოტონუსი დაბალია, სხვისი აზრის მოსმენა არ უნდა, რაც ცუდია. ეს იწვევს კონფლიქტებს. ამ დროს შეიძლება გაუმჯობესდეს მატერიალური მდგომარეობა, თუმცა ხელს სულსწრაფობა გიშლით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ყურადღება მიაქციეთ კვებას.
კურო – ენერგოტონუსი მაღალია, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ლატარიაში. მოაგვარებს პირადს. პრობლემას უქმნის პირდაპირობა, რითაც აღიზიანებს სხვებს.
ტყუპები – ენერგოტონუსი დაბალია. თვითონაც არ იცის რა უნდა. ჩამოუყალიბებელია. დაძაბულობა შეგექმნებათ პარტნიორულ ურთიერთობაში.
კირჩხიბი – ენერგოტონუსი ნორმაშია. კონფლიქტი გექნებათ ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან.
ლომი – ენერგოტონუსი დაბალია, შეიძლება მარტივად გაცივდეთ. აგრეთვე, შესაძლოა ფინანსური კრიზისი, არ უნდა ჩაერთოთ საფინანსო პროექტებში.
ქალწული – ენერგოტონუსი მაღალია. ჯანმრთელობა მდგრადი. პრობლემას შექმნის მისი ამბიციურობა. მაღალი თვითშეფასების გამო სხვებს არ უსმენს, რაც გამაღიზიანებელია სხვებისთვის და იწვევს კონფლიქტს.
სასწორი – ყველაზე უიღბლო ნიშანია. ენერგოტონუსი დაბალია. ფარული ინტრიგები, ჭორები ეს მათ წინ დახვდებათ.
მორიელი – ენერგოტონუსი მაღალია აქვს, მაგრამ ძველ შეცდომებს გაუხსენებენ, ძველი პარტნიორები გამოჩნდებიან.
მშვილდოსანი – თქვენი ავტორიტეტი იზრდება. მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა უფროსებთან. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
თხის რქა – ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელია, მაგრამ ზედმეტად ჯიუტია და უშვებს შეცდომებს. მას მარტო საკუთარი აზრის მოსმენა უნდა.
მერწყული – ტონუსი დაბალია, იყავით ყურადღებით, პრობლემაა ფინანსები, არ გაასესხოთ ფული. ეს პერიოდი ფრთხილად გაიარეთ თევზები – ენერგოტონუსი მაღალია, პარტნიორულ ურთიერთობაში დაძაბულობა გელით.