„მეფე ჩარლზ მესამეს ჰყავს ორი დიდი ბებია წმინდანები“- რას წერს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე

0
362
The Prince of Whales, HRH Prince Charles, speaks during the Fifth World Holocaust Forum at the Yad Vashem Holocaust memorial museum in Jerusalem, Israel, 23 January 2020. Photo by Yonatan Sindel/FLASH90      *** Local Caption *** טקס אוהל יד ושם שואה הנסיך צ'ארלס
25 Views

გარდაიცვალა ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური ელისაბედ II.

ბუკინგემის სასახლემ, 96 წლის დედოფლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, 8 სექტემბრის საღამოს გაავრცელა: „დედოფალი ბალმორალში მშვიდად გარდაიცვალა“,- წერია სასახლის განცხადებაში.

მისი 73 წლის ვაჟიშვილი, ჩარლზი, ავტომატურად გახდება გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის ქვეყნების მეფე.

წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II -ს გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„პრინც ფილიპე იყო საბერძნეთის პრინცი, დაბადებული კუნძულ კორფუზე და მონათლული მართლმადიდებლად. მისი დედა ასევე მართლმადიდებელი იყო და სიცოცხლის ბოლოს აღიკვეცა მონაზვნად.

დაკრძალულია, მისივე ანდერძით იერუსალიმის მართა-მარიამის მონასტერში მისი დეიდის, წმინდა მოწამე ელისაბედის გვერდით.

ასევე, მეორე დეიდა ალექსანდრა, არის შერაცხილი წმინდანად, რომელიც იყო ნიკოლოზ მეორეს მეუღლე. ასე, რომ ახალ მეფეს ჩარლზ მესამეს ჰყავს ორი დიდი ბებია წმინდანები. თვითონაც ძალიან უყვარს მართლმადიდებელი ეკლესია. ხშირად სტუმრობს ათონის მთას და იერუსალიმს,“- წერს გალდავა.

Cesko