ბავშვებსა და ხანდაზმულებში ფილტვის ანთებით შეიძლება გართულდეს – ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

0
1179
38 Views

ინ­ფექ­ცი­ო­ნისტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი აცხადებს, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან ერ­თად შე­მოდ­გო­მით სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბიც გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, მათ შო­რის, ე.წ. რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი, რო­მე­ლიც ხში­რად ფილ­ტვის ან­თე­ბის გარ­თუ­ლე­ბას იწვევს.

“ალ­ბათ, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ კი­დევ გვექ­ნე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბის აღ­მავ­ლო­ბა, შემ­დეგ კი ამას სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვირუ­სი და­ერ­თვე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის და სე­ზო­ნუ­რი გრი­პის თან­ხვედ­რაც. ამას­თან, პა­რა­ლე­ლუ­რად უამ­რა­ვი ვირუ­სია, რო­მე­ლიც შე­მოდ­გო­მით მუდ­მი­ვად ცირ­კუ­ლი­რებს, ეს არის სურ­დოს გა­მომ­წვე­ვი რი­ნო­ვირუ­სე­ბი, ენ­ტე­რო­ვირუ­სე­ბი და ასე შემ­დეგ. რო­გორც სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვირუ­სი, ასე­ვე კო­რო­ნა­ვირუ­სი დიდ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა არის ვაქ­ცი­ნა­ცია. ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ვახ­სე­ნებ გრიპ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ოქ­ტომ­ბრი­დან იწყე­ბა.

შე­მოდ­გო­მის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­ურ­დე­ბა სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვირუ­სი, ადე­ნო­ვირუ­სი, რი­ნო­ვირუ­სი, ე.წ. რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი, რო­მე­ლიც ბავ­შვებ­სა და ხან­დაზ­მულ პა­ცი­ენ­ტებ­ში ხში­რად რთულ­დე­ბა ფილ­ტვის ან­თე­ბით.

ამას­თან, არ­სე­ბობს დი­აგ­ნოს­ტი­კის არა­ერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ ვირუ­სე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა, თუმ­ცა, რო­გორც წესი, ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებს ერ­თნა­ი­რი მიდ­გო­მა აქვს, ეს არის იზო­ლა­ცია, სი­თხე­ე­ბით დატ­ვირ­თვა და სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა“,- აცხადებს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

Cesko