“საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილსა და დეგნანს შორის რბილად ვთქვათ გაუგებრობაა” – რა გონივრული გონივრული ნაბიჯი გადადგა აშშ-ის ადმინისტრაციამ, ლალი მოროშკინას აზრით

0
909
19 Views

ჟურნალისტი და პიარმენეჯერი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

აშშ-ს ადმინისტრაცია ცდილობს დიპლომატიურად მოაგვაროს საქართველოს მოსახლეობასა და აშშ-ს ელჩს შორის შექმნილი რბილად რომ ვთქვათ გაუგებრობა.
რაც მთავარია, ამ კონფლიქტის გაღვივება დაიწყო ოპოზიციურმა მედიამ და ამავე მედიის ხელმძღვანელებმა, ხოლო მერე პრაქტიკულად ერი და ბერი ჩაერთო ქვის სროლაში.
ერთსულოვნება საკვირველი!
ამასობაში, ძალიან გონივრული ნაბიჯი გადადგა ამერიკის ადმინისტრაციამ!
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ელჩი ფილიპ რიკერი დანიშნა “კავკასიის მოლაპარაკებების” უფროს მრჩევლად.
ახალი თანამდებობა-ახალი გარემოება.
კონფლიქტი უნდა აღმოიფხვრას!
ასეა ეს!

Cesko