ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, მისი კუთვნილი ფული შვეიცარიული ბანკისგან ვეღარ მიიღოს

0
2586
28 Views

ბიძინა ივანიშვილმა, შესაძლოა, მისი კუთვნილი ფული შვეიცარიული ბანკისგან ვეღარ მიიღოს.

როგორც ცნობილია, სასამართლომ განაჩენში ჩასწორება შეიტანა – ბანკს მიეცა საშუალება თანხა დააბრუნოს მას შემდეგ, როდესაც მესამე პირიდან მოხდება თანხის ამოღება.

ლესკადრონი, რომელმაც ქართველ ოლიგარქს ფული მოპარა, ბანკირი, გარდაცვლილია და მისგან თანხის ამოღება ვერ მოხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ივანიშვილმა კუთვნილი თანხა სამუდამოდ დაკარგოს.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა დაუდასტურა, რომ შვეიცარიის პარლამენტმა და მთავრობამ ივანიშვილის წერილები დააიგნორა.

„ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა სასამართლოს გადაწყევტილებაში, უდაოდ ძალიან უცნაურ კაზუსს წარმოადგენს – შენ ანდობ ფულს ბანკს და ბანკიდან ფულის წამოღება თურმე, დამოკიდებული ყოფილა მესამე პირის ჯიბიდან, ან ანგარიშიდან ამ ფულის ამოღებაზე, ეს კლიენტისა და ბანკის ურთიერთობის ელემენტარულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ეს არის უცნაური და მიუღებელი და ელემენტარული საბანკო ურთიერთობების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება“, – ამბობს ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი.

Cesko