პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი არ უნდა გა­დაჰ­ყვეს არც სა­ა­კაშ­ვილს, არც ნიკა გვა­რა­მი­ას და არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს

0
351
21 Views

 

პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი არ უნდა გა­დაჰ­ყვეს არც სა­ა­კაშ­ვილს, არც ნიკა გვა­რა­მი­ას და არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა “იმე­დის” ეთერ­ში, ბრი­უ­სე­ლი­დან ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.
“ჩა­მო­ვე­დი ბრი­უ­სელ­ში იმის­თვის, რომ ბოლო ძა­ლის­ხმე­ვა არ და­მე­შუ­რე­ბი­ნა ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ჩვე­ნი კან­დი­და­ტუ­რის მხარ­და­სა­ჭე­რად, სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი რე­ზო­ლუ­ცია იქნა მი­ღე­ბუ­ლი და კი­დევ უფრო სამ­წუ­ხა­როდ, ამ რე­ზო­ლუ­ცი­ას მოჰ­ყვა ისე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დი­დან, რომ­ლე­ბიც მე არ მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ეფექ­ტუ­რად და­ვიც­ვა ჩვე­ნი კან­დი­და­ტუ­რა დღეს.რად­გა­ნაც მი­თხრეს, რომ თურ­მე მთავ­რო­ბამ უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა ჩვე­ნი კან­დი­და­ტუ­რის მხარ­და­სა­ჭე­რად და აღარ იყო სა­ჭი­რო ზედ­მე­ტი აქ­ტი­უ­რო­ბა, მე თვი­თო­ნაც ჩავ­თვა­ლე, რომ ეს არ არის ის საქ­მე, სა­დაც მე შე­მიძ­ლია გა­და­ვარ­ჩი­ნო მარ­ტო მთლი­ა­ნად მთავ­რო­ბის უმოქ­მე­დო­ბა. ვთვლი, რომ ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის წი­ნა­შე, რა­მე­თუ კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლი მა­ვალ­დე­ბუ­ლებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმის­თვის, რომ წინ წავ­წი­ოთ ეს პრო­ცე­სი.მე არ მჯე­რა, რომ რამე სხვა მო­მა­ვა­ლი არ­სე­ბობ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, თუ არა ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. მე არ მი­მაჩ­ნია, რომ ვინ­მეს უნდა გა­დავ­ყვეთ ამ პრო­ცე­სის წინ წას­ვლა­ში – არც სა­ა­კაშ­ვილს არც გვა­რა­მი­ას და არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. არა­ვინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის მო­მა­ვა­ლი არ და­ვიც­ვათ. ამის­თვის ვბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქ და­ვი­ცავ ამ მო­მა­ვალს.

Cesko