„დაზადვნა“ არაა კაცების წესი – ერთ მშვენიერ დღეს კაცურად გაგისწორდები”- მაჩალიკაშვილი გოგაშვილს კვლავ დაუპირისპირდა

0
785
25 Views

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს სოსო გოგაშვილს მიმართავს.

კაცმა რომ მოგისმინოს, იფიქრებს მართლაც რაღაც ღირსებასთან გაქვს კავშირი დღეს ერთს იძახი, შემდეგი წერილში სხვანაირად მღერი „დაზადნვა“ არაა კაცების წესი. – წერს მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის დღეს გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„არ გასვენებს გამჩენი, ამ შენი წერილების ფრიალში, შენც არ გააფრინო.

კაცმა რომ მოგისმინოს, იფიქრებს მართლაც რაღაც ღირსებასთან გაქვს კავშირი დღეს ერთს იძახი, შემდეგი წერილში სხვანაირად მღერი „დაზადვნა“ არაა კაცების წესი და კარგი საქციელი თან ჩანაწერზე საუბრობ, თან გამოქვეყნება არ გინდა. ერთი სიტყვით ვერ ვიგებ, რა თამაში წამოიწყე. ერთი რამ ცხადია, ის, რომ შენ ამ საქმეში მთავარი დამნაშავე ხარ და პასუხსაც აგებ.

გაწირვით კი შეგიძლია გომელაურიდან დაწყებული ყველა ერთად გაწირო და ღირსებიც არიან. სოსო, ნუ ცდილობ, რაღაცა კაცის და მართალი ადამიანის იმიჯის შექმნას.

შემიძლია ფაქტებით შენი ათასობით ჩემს მიმართ ნათქვამი ტყუილები ჩამოგითვალო. მოდი, დავანებოთ ამ ყველაფერს თავი ერთი სიმართლე მაინც რომ თქვა არააა ხელყუმბარა იყო თუ არა ჩადებული გამეცი პასუხი თუ ხარ კაცი, თელავში უხუცესებს რა მოუყევი ან უხუცესები როგორ შესციცინებდნენ თვალებში, რამდენად დააჯერე ამ ადამიანებს, როგორ დაიწყეს ჩემი შვილის დადანაშაულება ის მოჰყევი, თუ მე დავდო ჩანაწერი თქვენი თითოეულის.

მიდი, ის მოჰყევი ამ ტყუილის გამო სუსიდან როგორ გაგადეს. ის, რომ ჩატაევმა თემირლანს დაურეკა, შემდეგ თემირლანმა ვახას, მიდი ის მოჰყევი ზაქარეიშვილი და მსგავსი პირუტყვი არსებები როგორ გყავდა დაქირავებული ჩემს გასაშავებლად. ესაა სიმართლე, ეს, შე ნაძირალა. დღეს მეც შემიძლია ჩავრთო ჩემი მეუღლე, ორივე ქალიშვილი და დღედაღამ ვაწყევლებინო შენც და შენი ოჯახიც, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ. იცი, რატომ. ეს იმიტომ რომ მე კაცურად გაგისწორდები ერთ მშვენიერ დღეს.

და ბოლოს თუ უარყოფ ამ ყველაფერს და უდანაშაულოდ გრძნობ თავს ჩვენების ჩამოსართმელად მომიცივდით სახლში, მაშინ რა მოხდა. რატომ მოკალით მძინარე ბავშვი, ხელყუმბარა რომ არ ყოფილა და ეს ჩადებულია, ამაში ხომ დღეს არავის ეპარება ეჭვი.
მიდი, გამოიჩინე მცირედი კაცობა მაინც და თქვი რამე.

პირველი დამნაშავე ამ საქმეში შენ რომ ხარ, არც ამაში ეპარება ეჭვი არავის. მორჩი ამ წერილების ფრიალს და დაუსვი ქოცხროვას წერტილი“. – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

Cesko