სოციალურ ქსელში ვრცელდება ამონარიდი სოფო შევარდნაძის ინტერვიუდან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ არის გადაღებული.
“არ ვიცნობ ამ ადამიანს. იმედი მაქვს, როდისმე შევხვდებით. როგორც ჩანს, იმ სფეროში, სადაც აქამდე მუშაობდა, კარგი სპეციალისტია, ის კარგი მსახიობია. სერიოზულად ვლაპარაკობ და ხალხი იცინის… მაგრამ ერთია, როცა ვინმეს როლს ასრულებ და მეორეა, როცა ის ხარ თავად. თამაშისთვის ტალანტია საჭირო. ბევრი ტალანტია და მათ შორის ერთი გარდასახვის უნარია, შეგიძლია ათ წუთში ერთხელ იცვალო ამპლუა და ყველგან უნდა იყო დამაჯერებელი.
სახელმწიფო საქმეების წარმართვისთვის სხვა უნარებია აუცილებელი – გარკვეული გამოცდილება და ცოდნა, უნდა იცოდე მთავარი პრობლემების ნახვა, მათი გადაჭრის ინსტრუმენტების მონახვა, ერთ გუნდში მცოდნე ადამიანების შეკრება და მათთვის თავისუფლად ქმედების შესაძლებლობისა და გადაწყვეტილებების შეთავაზების საშუალების მიცემა, მათი შემოთავაზებული გადაწყვეტის გზებიდან საჭიროს ამორჩევა, მილიონი ადამიანებისთვის გადაწყვეტილებების მიღებისას მათი ახსნის შესაძლებლობა უნდა გქონდეს და ასევე სიმამაცე, რომ ამ გადაწყვეტილებებით გამოწვეული შედეგების გამო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება შეგეძლო.
არ ვამბობ, რომ ზელენსკის ეს თვისებები არ აქვს – შესაძლოა, გამოცდილება არ ჰყოფნის, მაგრამ ის მალე მოდის, თუ სხვა უნარები, რომლებიც ჩამოვთვალე, აქვს, მაგრამ მე ეს ჯერ არ ვიცი, არანაირად არ გამოუვლენია თავი. ჯერჯერობით ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები მოვისმინეთ მისგან, წინასაარჩევნო კამპანიისას – ერთი, არჩევნების შემდეგ – სხვა. არ ვამბობ, რომ თავისი გამონათქვამებით ყველაფერი გააფუჭა. ჯერ ეს უნდა ვნახოთ…”, – ამბობს ჟურნალისტი.