,,სულ მაგას ვამბობ, იჭორაონ, იჭორაონ! იქნებ მართლა გავიცნო ან შეიხი!”- ნუცა ბუზალაძე საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა

0
571
54 Views

მომღერალი ნუცა ბუზალაძე საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა. მისი “ინსტაგრამიდან” თუ ვიმსჯელებთ, ახალგაზრდა ქალის არაბული ცხოვრება ნამდვილად ვარსკვლავურია. ყოველ საღამოს მდიდრულ წვეულებებზე ჩნდება, სცენაზე ორკესტრთან ერთად მღერის. სახელი ნუცა სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება დუბაის მუსიკალურ ინდუსტრიაში. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როდესაც ზამთარში ქართველმა მომღერალმა დუბაიში, მეგობრის ქორწილში იმღერა. დღეს ნუცას მეგა ქალაქის ცენტრში ოცნების ბინაც აქვს ნაქირავები.

რას ფიქრობს მის შესახებ თბილისში გავრცელებულ ჭორებზე და როგორია მისი ცხოვრების წესი უდაბნოში გაშენებულ ცათამბჯენების ქალაქში, ამის შესახებ ნუცა ბუზალაძე ,,სარკესთან” საუბრობს.

– ნუცა, მოულოდნელად გადასახლდით დუბაიში. თქვენი სოციალური ქსელის მეშვეობით კი ვხედავთ, რომ იქ დატვირთული საკონცერტო ცხოვრება გაქვთ. გაგვარკვიეთ, რა სასიამოვნო მოვლენები ხდება თქვენს ცხოვრებაში.

– დუბაიში გადავედი საცხოვრებლად. ეს ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. უკვე ოპერასა და ექსპოგამოფენაზე ვიმღერე. მოულოდნელად ჩემთვის ძალიან ბევრი კარი გაიხსნა. ადამიანებთან ურთიერთობა და ნაცნობობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ სფეროში.

– ამბობენ, დუბაი საცხოვრებლად ძალიან ძვირი ქალაქია. მართალია?

– კი და ამიტომაც სულ ვცდილობ, რომ მეტ კონტრაქტზე ვიფიქრო და ვიმუშაო.

– აგვიწერეთ, როგორია თქვენი სახლი დუბაიში?

– ძალიან ნათელი და თავისუფალი ბინაა. მიყვარს სივრცე და ყველანაირად ვეცადე, გადატვირთული არ ყოფილიყო. უცნაურია, მაგრამ ერთ-ერთი მოთხოვნა მქონდა, რომ სამზარეულო ყოფილიყო ცალკე, არ მიყვარს, მთელ სახლში საჭმლის სუნი რომ დგას.

ახალ სახლში, ბუნებრივია, ყველაფერი ახალი შევიძინე. ყველაზე სასაცილო, რაც დედაჩემსაც კი გაუკვირდა, არის ის, რომ, როცა გავაცნობიერე, ძალიან დიდი სამზარეულო მქონდა, გავიფიქრე, იქნებ საჭმელების კეთების სურვილიც გამიჩნდეს-მეთქი და ვიყიდე ქვაბების და ტაფების გრანდიოზული ნაკრები. ძალიან ძვირიც გადავიხადე და ხელუხლებელი დევს. ცხოვრებაში ქვაბი არ დამიჭერია ხელში და დუბაიში მაშინვე ქვაბები მოვიმარაგე.

– დედამ როგორ მიიღო დუბაიში თქვენი გადაბარგების ამბავი?

– ბუნებრივია, დედაჩემს გაუჭირდა მარტო ყოფნა, მაგრამ, მეორე მხრივ, დარწმუნებულია ჩემში და იცის, რომ ყველა სირთულეს თავს გავართმევ.

– ისედაც ბევრს ჭორაობდნენ თქვენზე, რომ დუბაის შეიხზე იყავით შეყვარებული. ახლა იქ გადასვლა უფრო მეტად გაამყარებს ჭორებს.

– სულ მაგას ვამბობ, იჭორაონ, იჭორაონ! იქნებ მართლა გავიცნო ან შეიხი, ან პრინცი. ჯერჯერობით ნამდვილად არ გამიცვნია ასეთი ვინმე.

– თაყვანისმცემლები მაინც გაგიჩნდებოდნენ დუბაიში, თავისი ძვირფასი საჩუქრებით.

– ერთი უცნაურობა დავაფიქსირე დუბაიში, სრულიად უცნობი ადამიანები მიგზავნიან საჩუქრებს და ბოლომდე ინკოგნიტოებად რჩებიან. კონცერტის შემდეგ მხვდება საჩუქრები და არასდროს ვიცი, ვისგან. ყვავილები ყველაზე ბანალურია. სასმელიც გამოუგზავნიათ, ,,კარტიეს” სამაჯურიც დაუტოვებიათ, საყურეც. იმ თეატრში, სადაც ვმუშაობ, მენეჯერი მკაცრად მყავს გაფრთხილებული, რომ ჩემამდე არავინ მოვიდეს, ამიტომ მხოლოდ საჩუქრებს ტოვებენ.

“სარკე”

Cesko