“კურიერმა” ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია – ვინ აიტანა შემთხვევის ადგილზე დანა, რომლითაც 20 წლის მირიან კუკავა მოკლეს

0
823
30 Views

“კურიერმა” გადაიღო ადგილი, სადაც ცხვარიჭამიაში, მირიან კუკავას მკვლელობის შემდეგ, ბრალდებული თავს აფარებდა. კურიერმა გაარკვია, რომ შემთხვევის ადგილის მიტოვების შედეგ, დავით ჯიჯეიშვილი ბეთანიაში გაიქცა და 24 საათი ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში გაატარა, ამის შედეგ კი საგურამოს პოლიციას ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. მაშინ დაკავებულმა თქვა, რომ მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით მოგვიანებით ისაუბრებდა. მკვლელობიდან 3 კვირა გავიდა, დღეს მისმა ადვოკატმა კურიერს განცუხადა, რომ ჯიჯეიშვილი ჩვენებას არ იძლევა.

კურიერმა გაარკვია, რომ ჯიჯეიშვილიც და კუკაცავაც არა იუბილარის არამედ, მისი დის ახლო მეგობრები იყვნენ. საქმის მოწმეები ამბობენ, რომ იუბილარმა სტუმარი ბიჭები ერთმანეთი არც კი გააცნო. წვეულების ერთ-ერთი არასრუწლოვანი მოწმე, საქმის მასალების მიხედვით ერთადერთია, რომელმაც დაპირისპირება საკუთარი თვალით ნახა, შედეგ კი გამოძიებას დეტალურად უამბო.

დაცვის მხარე ამბობს,რომ საქმის მასალებში არ იკვეთება ახალგაზრდების დაპირისპირება წარსულში, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალად მიიჩნევენ, რომ დაბადების დღის წვეულებაზე ჯიჯეიშვილი ცივი იარაღით მივიდა.

მას შემდეგ, რაც მირიან კუკავა მუცლისა და ბარძაყის არეში მეგობრებმა დაჭრილი ნახეს, მას პირველად დახმარება გაუწიეს.

ოთო კვირაია საკუთარი მაისურით სისხლდენის გაჩერებას ცდილობდა. მოკლულის მეგობრებმა მიმავალი მანქანა გააჩერეს, ადგილზე მივიდა საპატრულო ეკიპაჟიც, რომელიც ავტომობილს სადაც კუკავა იწვა წინ გაუძღვა. 20 წლის ახალგაზრდა კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დაბადების დღის 7 სტუმარი პოლიცის განყოფილებაში, ჩვენების მიცემის შედეგ დააკავეს, მკვლელობაში ბრალდებული კი 24 საათიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ, პოლიციას თავად ჩაბარდა. პროკურატურას უკვე აქვთ ათობით გამოკითხული მოწმე, ამოღოებულ ნივთ მტკიცებულებათა შორის არ არის დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა.

Cesko