ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, ჯორჯიან თაიმსთან ინტერვიუში ამბობს:
“მიხალჩუკი დაჯდება რომელიმე ტელევიზიაში და იტყვის, საქართველოში დაიწყო უკვე რუსების წინააღმდეგ გაბრძოლება… თვითონაც შეუძლია თავის თავზე განახორციელოს. ახლა მათი მთავარი ამოცანა რა არის? დაზიანდეს რომელიმე რუსი საქართველში – აი, ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რასაც, ცხადია მოყვება რეაქცია. რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში ითქვა და ძალიან ცუდად მომხვდა ყურში ფრაზა, რომ ქართველმა აწამა რუსი ჯარისკაცი – როგორ ქართველის გარდა რუსები არავის დაუტყვევებია?.. ეს ნიშნავს რომ მარწუხები გვიახლოვდება, მე ამაში ვხედავ ძალიან დიდ საშიშროებას, იმიტომ რომ სასარგებლო იდიოტებად ქართველებს გამოიყენებნ, მაგრამ რუსული საქმე გაკეთდება.
ნებისმიერ წუთში შეიძლება გავხდეთ პლაცდარმი საომარი – უნდა გვახსოვდეს კანონი, რომელიც პუტინს აქვს ჩადებული, თუ რამოდენიმე რუსს დაემუქრა საშიშროება, მათ კონსტიტუციური უფლება აქვთ იმოქმედონ – საკმარისია 3–4 ადამიანი დააყენონ, აყვირონ,რ ომ არიქა გვირტყამენ ჩვენ ქართველები და მორჩა – შემოსულია, ტანკი დგას 30 კილომეტრში, აგერ არიან. რთული სიტუაციაა და ჩანს უკვე საიდანაა დარტყმები. აგერ, თბილისში ვიღაცას მოკლავენ და მორჩა, რუსეთში ისედაც რამოდენიმე დღეა გადაბმულად ამბობენ, რომ ქართველები აწამებენ რუსებს…
…
შემოვლენ აქ რუსები და არავინ დაგვიწყებს არაფრის კითხვას… ვინმეს თუ ჰგონია შეგვინარჩუნებენ სახლებს ბიზნეს… გადაგვივლიან, ისეთი გამწარებულები არიან მთელ მსოფლიოზე და ჩვენზე იყრიან ჯავრს…”
“შემოვლენ აქ რუსები და გადაგვივლიან, გამწარებულები არიან მთელ მსოფლიოზე და ჩვენზე იყრიან ჯავრს…”