გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდება. ამ სიახლის შესახებ მსახიობმა თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის საშუალებით გააგებინა. ვიდეოში ჩანს გოგონა, რომელიც ექოსკოპიის კაბინეტშია, მონიტორზე კი ნაყოფი და ბედნიერი მშობლების შეძახილები.
“თქვენს წინაშეა ჩემი შვილი და მისი გმირი დედა… თუ მჯეროდეს. ახტააა, ახტააა… #child #mybaby“ – წერს გიორგი. ამ ემოციური ვიდეოს შემდეგ გადავწყვიტეთ მსახიობისთვის დაგვერეკა და უფრო მეტი გაგვეგო.
თუმცა გიორგიმ როგორც კომენტარში გვითხრა ოთხი წელია, რაც მედიასთან საუბრისგან თავს იკავებს და ყველა სიახლეს როგორც საქმიანობის, ისე პირადის შესახებ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით წერს, რადგან მისი აზრით ეს ნებისმიერ ინფორმაციას მეტ სანდოობას სძენს…
გიორგი:
– რაც ჩემს “სთორიში” იყო ეგ არის ამბავი, მეტს არაფერს დავამატებ. დრო მოვა და ყველა ყველაფერს გაიგებს. ამ ეტაპზე გადავყწვიტე, რომ არავისთან ვითანამშრომლო, მხოლოდ ჩემი სოციალურ ქსელის საშუალებით გავრცელდება ინფორმაცია. როდესაც გადავწყვეტ მაშინ გაიგებთ ყველაფერს, ოთხი წელია რაც მედიასთან აღარ ვთანაშმროლობ.
რაც შეეხება, ვარდოსანიძის საყვარელ ადამიანს ის მარიამ უშვერიძეა. სოციალურ ქსელში უწერია, რომ ურთიერთობაშია გიორგი ვარდოსანიძესთან. წყვილს რამდენიმე საერთო ფოტოც აქვს გამოქვეყნებული, სადაც ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან.
წყარო : Ambavi.club