გიორგის გული რომ გაჩერდა – საავადმყოფოს დირექტორმა სადაც 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა პირველი კომენტარი გააკეთა

0
1137
27 Views

მანაგაძის კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. როგორც ამბროსი პერტია ამბობს, ოპერაციის ჩატარებამდე ბავშვს ყველა კვლევა ჩაუტარდა.

“ბავშვს უტარდებოდა უროლოგიური ოპერაცია შარდსადენ მილზე. საწყისი ნარკოზის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე წუთში განვითარდა სუნთქვის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა და

გულის გაჩერება. სიკვდილის კონკრეტული მიზეზი დადგინდება მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზის შედეგად. ყველა სამედიცინო კვლევა იყო ჩატარებული ნარკოზის სახეობის შესახებ, ეს იყო უკვე მესამე ჩარევა ამ პრობლემაზე, რამდენიმე წლის წინ ჩატარდა კიდევ ერთი, ოღონდ ის ჩატარდა ანესთეზიის სხვა სახეობით”, – თქვა ამბროსი პერტიამ.

ცნობისთვის, მანაგაძის კლინიკაში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბიჭი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა.

მომხდარში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს.

Cesko