საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესი”-ს დამფუძნებელი ოთარ სტეფანიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ, უფასო საცხოვრებლისა და კვების დაფინანსების შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას:
“საქართველოში უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენს უკრაინის საელჩო და ელჩი!
მაქვს კითხვა:
რამდენი უკრაინული ოჯახი შეიფარა უკრაინის საელჩომ?
გუშინ გავიარე ვაკეში, ბუზის გაფრენის ხმა ისმის და სრული სიცარიელეა ამ უდიდეს შენობაში!
მეორე კითხვაც: რამდენი უკრაინული ოჯახი შეიფარა უკრაინიდან საქართველოში შემოპარულმა, უკრაინის მოქალაქემ და უკრაინის სიამაყე მიხეილ სააკაშვილის მილიარდერმა ოჯახმა?
რატომ არ ცხოვრობს, თუნდაც ერთი უკრაინული ოჯახი მიშას კახეთის სახლში? მიშას დედისა და ბებიის სახლებში? ან უნივერსიტეტების კამპუსებში?
მაქვს მესამე კითხვაც: რუსული თეატრიდან აღებული ფულით, “დროა”-ს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბათუმში და საგურამოში სახლები რომ იყიდა, იქ რატომ არ ცხოვრობენ უკრაინული ოჯახები?
მაქვს მეოთხე კითხვაც: აჭარის სანაპიროზე ლექსუსებით რომ დანავარდობენ მდიდარი უკრაინელები, რატომ არ ზრუნავენ საკუთარ თანამემამულეებზე?
მაქვს მეხუთე კითხვაც: სად წერია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ჯანღონით სავსე უკრაინელი კაცები და ქალები უნდა შევინახოთ და ჩიტის რძეც არ მოვაკლოთ?
მეექვსე კითხვა: რატომ არ ეხმარება თავად უკრაინის ხელისუფლება ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული მილიარდების ნაწილით, მის უკრაინელ მოქალაქეებს საქართველოში?
მეშვიდე კითხვა: ელჩები გვიცვალონ, რუსეთის მოკავშირე გვიწოდონ, ათასი საზიზღრობა დაგვაბრალონ, ჩვენი ქვეყნის დასანქცირებაზე იმუშაონ ევროპასთან და ჩვენ აქ შემწვარ-მოხრაკულები არ მოვაკლოთ? რა ლოგიკაა ეს?
მერვე კითხვა: ერთი მადლობა თუ მიუღია საქართველოს ხელისუფლებას ზელენსკისგან და არახამიასგან, იმისთვის რაც ამ დროის განმავლობაში მივხედეთ მათგან უპატრონოდ დარჩენილ უკრაინელებს?”- წერს ოთარ სტეფანიშვილი.