“სინამდვილეში იმიტომ დავშორიდით რომ..” – ნახეთ რა გაამხილა მამუკა ონაშვილის ყოფილმა ცოლმა

0
1142
36 Views

გუშინ ავარიის შემდეგ მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა, რამაც მთელს საქართველოს დიდი მწუხარება მოუტანა, რადგან ის ყველასთვის საყვარელი მომღერალი გახლდათ.
მისი ყოფილი მეუღლე ასევე მომღერალი ირინე ჩიხლაძე გახლდათ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჟურნალ ”გზასთან” საუბრისას იხსენებდა მამუკა ონაშვილს და მათი დაშორების მიზეზებზეც საუბრობდა.

“როცა მამუკას ცოლი ვიყავი, სცენაზე სიმღერას ის მიშლიდა და, სხვათა შორის, ამის გამო არაერთხელ გვიკამათია.
ნამდვილად ვერ გეტყვით ამის მიზეზს, ეს თავად მამუკას უნდა ჰკითხოთ. ფაქტი ის არის, რომ არ მიშვებდა, არ უნდოდა, მემღერა და მეც ზედმეტ კონფლიქტს ვერიდებოდი. საერთოდ, არ ვარ კონფლიქტური და მით უმეტეს არ მომწონს, როცა ჩხუბის ხმა ოჯახიდან ისმის. ჰოდა, ვიყავი ჩემთვის…

– მამუკა ცუდი ადამიანი არ არის. ძალიან თბილი, მეგობრულია. ჩვენს ოჯახში ხმამაღალი ლაპარაკი არ ყოფილა, რაც, ერთი მხრივ, ჩემი დამსახურება იყო, მეორე მხრივ – მამუკასიც. სცენაზე რომ არ ვიდექი, ესეც ალბათ, ჩემი ბრალი იყო – ისე არ “ვაწვებოდი”, როგორც საჭირო იყო, თორემ შესაძლოა, ამის საშუალებაც მომცემოდა. სულ იმას ფიქრობდა, რაღაცნაირად ესიამოვნებინა ჩემთვის და შეიძლება ითქვას, რომ ხელისგულზე მატარებდა… ჩვენი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ შვილი არ გვყავდა, ეს ოჯახის სიმყარისთვის მნიშვნელოვანია.

იყო ლაპარაკი ხელოვნურ განაყოფიერებაზე, მაგრამ მამუკა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. სხვათა შორის, დაშორების შემდეგ ტელევიზორშიც არ მინახავს. ჩვენ ჩვენი საქმეებით ისე ვართ დაკავებულები, რომ რაღაცებისთვის არ გვცალია.”
წყარო:statiebi.club

Cesko