25 Views
ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ საზოგადოებას მამუკა ონაშვილის პანაშვიდებისა და დაკრძალვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორ გაირკვა, მომღერალს სიონის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. პანაშვიდები გაიმართება 2 და 3 აგვისტოს, ხოლო გამოსვენება შედგება 4 აგვისტოს.
„მეგობრები ვიყავით საბურთალოს სასაფლაოზე, შევარჩიეთ ადგილი და გადაწყდა, რომ მას საბურთალოს სასაფლაოზე, ზურა დოიჯაშვილის გვერდით დავკრძალავთ. ისინი მეგობრები იყვნენ და იმ ქვეყნადაც ერთად იქნებიან“, – განაცხადა პირდაპირი ჩართვის დროს ბესო ჩუბინიძემ.