26 Views
ქრისტინე იმედაძემ მადრიდის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული ბახვა ბრეგვაძე მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად „სხვა შუადღის“ ეთერში მიიწვია და როდესაც მის წარმატებაზე საუბრობდა, როგორც რეჟისორზე, რომელმაც პრესტიჟული პრემია მიიღო, დანანებით აღნიშნა:
„ბახვადან უნდა დავიწყო, იმიტომ, რომ გაოცებული ვარ – არ ვიცოდი, თურმე ჩემი ბავშვობის მეგობარი რეჟისორი ყოფილა და არც ერთი კლიპი ჩემთვის არ გადაუღია, არც ერთ რეკლამაში არ გადავუღივარ…“
ბახვამ აღნიშნა, რომ ჯერ იმეცადინა, ჯილდო მოიგო და ახლა მოვიდა ქრისტინესთან.