28 Views
ამიერიდან საბერძნეთში მოქალაქეებს პირადობისა და მართვის მოწმობები საკუთარ ტელეფონებში ექნებათ და არ იქნება საჭირო მათი ფიზიკურად წარდგენა.
აპლიკაცია Gov.gr Wallet, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ერთ ტელეფონში მოვუყაროთ თავი ყველა საჭირო დოკუმენტს. ეს ყველაფერი კი, გაამარტივებს როგორც მოსახლეობის ყოველდღიურობას, ასევე პოლიციისა და სხვადასხვა უწყებების მუშაობას.
მნიშვნელოვან ცვლილებებზე პრეზენტაცია ციფრული პოლიტიკის მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკიმ გამართა, სადაც საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკიც იმყოფებოდა.
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ საქმეში. ეს იყო დიდი და კოლექტიური ძალისხმევა”, – განაცხადა კირიაკოს პიერაკაკიმ.