77 Views
დღეს ახალმთვარეობაა. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში რჩევებს აქვეყნებს:
„დღეს ახალმთვარეობაა ჩემო მეგობრებო… ასევე გილოცავთ კვირიკობას, მისი ძალა და მადლი შეეწიოს საქართველოს. დღეს დიასახლისებმა გადაავსეთ სამარილეები, გამოაცხვეთ პური და იღიღინეთ, გაიღიმეთ, იყავით პოზიტიურ განწყობაზე და დალოცეთ ყველა, უსურვეთ ის , რაც თქვენ გინდათ რომ გქონდეთ… უფლის მფარველობა, სიკეთე ,სიხარული, გამრავლება, ხვავი და ბარაქა ჰქონოდეთ თქვენს ოჯახებს“, – წერს მიხეილ ცაგარელი.