23 Views
თბილისის მერიის პიარსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს:
“მეგობრებო, კარგი ამბავი მაქვს-ჩემი და ალბათ თქვენი სტუდენტობის დროინდელი თავშეყრის ადგილი, გეგეშიძის ბაღი მალე ისევ იქცევა ყველასთვის საყვარელ ადგილად.
ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო – განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება თანამედროვე სტილის საპარკე ინვენტარი;მოეწყობა გარეგანათების სისტემა, საბავშვო მოედანი; გაკეთდება სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნარგავები. სიახლე იქნება შადრევანი.
რაც მთვარია, არსებული კაფე-ბარის ტერიტორია სკვერს დაუბრუნდება, რითაც მწვანე საფარის მოცულობა გაიზრდება.
ბაღში დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა”, – წერს თოქმაჯიშვილი.