ცხვარიჭამიაში მოკლული ბიჭის ვინაობა ცნობილია, – ის თბილისში მცხოვრები 20 წლის მირიან კუჭავაა.
როგორც ირკვევა, ამ წუთებში კი ხალხმრავლობაა მცხეთის პოლიციასთან, სადაც დილის 4 საათიდან დაკითხვების სერია მიმდინარეობს. პოლიციაში 50-მდე პირი იმყოფება. მათ შორის ცხვარიჭამიაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილე მოზარდების მშობლებიც.
“ტვ პირველის” ცნობით, 20 წლის ბიჭს დანა გულის არეში ჩაარტყეს. ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა.
„ზღაპარი ბავშვია, ტკბილი, თბილი, გაოგნებული ვარ”, – ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.
„ტვ პირველის” ცნობით, დაბადების დღეს 18 წლის გოგო აღნიშნავდა, იუბილეზე შეკრებილი იყვნენ არასრულწლოვნები.
მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია.
სავარაუდო მკვლელი გაქცეულია. მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.