,,დათის მამამ მითხრა იმ ადამიანზე, ვინც მის შვილს დაეჯახა…” – რამ გააოცა მამა შალვა კეკელია

0
1750
22 Views

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა შალვა კეკელიას, იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლის შემობრძანების პატივი წელს უკვე მესამედ ერგო. წმინდა მიწაზე ყოფნისას მან ისრაელის კლინიკაში მყოფი დათი ქოქრაშვილიც მოინახულა, რომელიც თბილისში მძიმე ავარიაში მოჰყვა.

,,გაოგნებული დავრჩი მისი მშობლების გაცნობით. ირაკლი და ქრისტინე საოცარი ადამიანები არიან. საოცარია ირაკლის დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვინც მის შვილს დაეჯახა და ამ დღეში ჩააგდო. მითხრა, ვერ ვუსურვებ ცუდს, არც კი შემიგინებიაო… ასეთ სულიერ სიმაღლეს იშვიათად ნახავთ ადამიანში. საოცარი მშობლები ჰყავს ამ დათუნას და ირაკლი იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრაზეც გვახლდა. პატრიარქმა დალოცა ირაკლიც და მისი დავითიც. სასწაულს ველოდებით, რომელიც აუცილებლად მოხდება და ბავშვი გადარჩება.

ყველაზე მეტად ჩვენი ემიგრანტი ქართველების მათ გვერდით დგომამ გამაოცა, ვინც კლინიკაში წევს. ისრაელში ძალიან რთული სამუშაო გრაფიკია. დილის 4-5 საათზე დგებიან, მთელი დღე მუშაობენ და სამსახურიდან დაღლილები მაინც მიდიან საავადმყოფოში, რომ იქ მყოფ ქართველებს გვერდით დაუდგნენ.

საოცარი სული აქვს ქართველ ხალხს და ხშირად გული მწყდება, ასეთ სულს რომ ვიღაც გვინადგურებს და სპობს. ასეთ ერთობას, რაც ქართველებს, მაგალითად, ისრაელში აქვს, ვერც ერთ სხვა ერში ვერ ნახავთ.

კლინიკაში გვითხრეს, ნათესავებთან კი მოდიან სხვა ერის წარმომადგენლები, მაგრამ რომ გაიგებენ, ქართველია, ეს საკმარისია, რომ სრულიად უცხოს მოაკითხონო. მიდიან კლინიკაში და ეუბნებიან, მოდი ჩემთან სახლში, დაგაძინებო. ცხელი საჭმელები მიაქვთ თუნდაც დათის მშობლებისთვის. ისეთი სითბო და სიყვარული ვნახე, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! იქ მყოფი ქართველი ემიგრანტების შემყურეს მხოლოდ სიხარულის განცდა გიჩნდება. მართლა საოცარი ერი და ხალხი ვართ. ჩვენი ელჩი ძალიან ეხმარება ემიგრანტებს – უამბო ,,სარკეს” მამა შალვა კეკელიამ.

,,სარკე”

Cesko