“ეპატიება მიშას” – რას პატიობს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილს

0
602
22 Views

სანდრა რულოვსმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს,და ამბობს, რომ პირადი ემოციებითაა სავსე მის დაქორწინებასთან დაკავშირებული ამბის გამო…

მის ამ წერილს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გავიხსენოთ, ყოფილი პირველი ლედის ინტერვიუ ნანუკა ჟორჟოლიანთან ხუთი წლის წინ, როდესაც სანდრამ მის მეუღლესთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმაზე ისაუბრა.

“ვიცი, რომ ბევრ ქალს ასე არ შეუძლია და სხვანაირად უყურებს. მიშას ბევრი მტერი ჰყავს მისი პოლიტიკის გამო. მას ყოველთვის ემუქრებოდნენ პუტინიდან დაწყებული. ერთი ტყვია უნდა, ერთი უბედურება, ჩაიში ერთი წამალი… ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო და ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი ქმარი ძალიან დიდ რისკებზე მიდიოოდა. დაძაბული ცხოვრება აქვს და არ შეიძლება მე დავიწყო – აბა, ახლა შენ საღამოს ჩემთან უნდა მოხვიდე, აბა, მითხარი, სად იძინებ, სად დადიხარ… ამის თქმის უფლებას არ ვაძლევდი თავს, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე თამაშია პრეზიდენტობა, დიდ რისკებზე მიდის ქვეყნის გადასარჩენად და… ვაპატიებ… ეპატიება – ასეთი განწყობა მქონდა ყოველთვის”, – ამბობდა სანდრა რულოვსი.

Cesko