“ამას ვერავინ წარმოიდგენდა…” – ნახეთ რა დააფიქსირეს ჟურნალისტებმა ლიზას და ირაკლის ქორწილზე

0
1158
24 Views

წყვილის ბედნიერება მათი ახლობლების გარდა, რომელთა შორის ცნობილი სახეები მრავლად იყვნენ, მთელმა ქვეყანამ გაიზიარა.

ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ქორწილი ნამდვილ კონცერტად იქცა.

ქორწილის დროს დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობის გამო პატარძალმა გადაწყვიტა, სამოსი ხუთჯერ გამოეცვალა.

ჯვრისწერაზე ის კლასიკური საქორწილო კაბით გამოცხადდა და ფატაც ამშვენებდა.

ულამაზესი გოგონა ასევე ვნახეთ კიდევ ერთ გრძელ თეთრ კაბაში, რომელსაც შავი ხაზები ჰქონდა.

შემდეგ, როცა მეუღლესთან დუეტის შესრულების დრო დადგა, ლიზამ მოკლე თეთრი კაბის მორგება გადაწყვიტა.

ქორწილში ვიხილეთ ცეცხლოვანი ტანგო, რომელიც ირაკლისა და ლიზას ოთო ფოლადაშვილმა და ჯულიანა ბარ-გნარმა დაადგმევინეს.

დაბოლოს, ირაკლიმ და ლიზამ შეასრულეს ლაზურიც, რისთვისაც პატარძალს უფრო კომფორტული სამოსი დასჭირდა და თეთრი შარვალი და ზედა მოირგო.

Cesko