ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე წერს:
“ფადი ასლი უკომენტარებს ერთ ჩემს მეგობარს – 15 წელია ქართველი ვარ და შენზე, შენს წინაპრებზე მეტი გამიკეთებიაო.
როგორ გინდა ამ სირს აუხსნა, რომ ქართველი ის განზომილებაა, რომელიც ფულით არ იზომება.
როგორ გინდა აუხსნა, რომ “ქართველი” სააკაშვილის გაცემული საბუთი არ არის.
ეს როგორ გაიგებს, რომ ქართველი 15 წელიწადში ვერ გახდები, ქართველი რომ იყო, შენი გენი 1.8 მილიონი წლის წინ უნდა იღებდეს სათავეს.
ამას ვერავინ გააგებინებს, რომ ქართველი შინაგანად უნდა იყო.
უნდა გრძნობდე, უნდა გიყვარდეს და მუდამ უნდა გტკიოდეს იმ ტკივილით, რომელიც ამავდროულად ყველაზე დიდი სიამოვნებაა და ამ განცდის დაკარგვას სიკვდილი გირჩევნია.
ეს ვერასდროს გაიგებს რომ საქართველო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის პირველ რიგში სამშობლოა:
– მაინც რა არის სამშობლო?
იქნებ მართლა რაფიელ ერისთავის ეს ორი სტრიქონია: “როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა!” მაშ, იმხელა ლექსი რაღად დაწერა? ეს ორი სტრიქონი დასკვნაა მხოლოდ თუ ფორმულა?
ან იქნებ აკაკის “განთიადია” სამშობლო!..
ან ვაჟას სიმღერა – „სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება!”
ვფიქრობ, სამშობლო დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი” არის, დემეტრე მეფის “შენ ხარ ვენახია”, პაატა სააკაძეა, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და “ვეფხისტყაოსანია”…
იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას,
ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.
რაც მე მახსოვს და ვიცი, სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული. რომელი ერთი ჩამოვთვალო!
კიდევ რა არის სამშობლო?
თვითმფრინავიდან რომ გადმოხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება – ეს არის სამშობლო.
კიდევ?
კიდევ: ძაღლი, კატა, ხბო, წიწილა, ურემი, ნაჯახი, მიწა – ხელში რომ აიღებ და ძირს დაყრა გენანება, ის მიწა… თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.
კიდევ რა – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ სხვა სოფელში წახვიდე.
როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.
ამას ფადი ასლი, ლომჯარია, დეგნანი და მსგავსი ტიპები ვერასდროს გაიგებენ და ძალიანაც კარგი, თუ ვერ გაიგებენ. არ არის საჭირო.”
“ფადი ასლი უკომენტარებს ერთ ჩემს მეგობარს – 15 წელია ქართველი ვარ და შენზე, შენს წინაპრებზე მეტი გამიკეთებიაო…”
20 Views