პესკოვმა უკრაინაში „სპეცოპერაციის დასრულების“ დრო დაასახელა

0
1637
24 Views

რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში მაშინ დასრულდება, როცა ყველა მისი მიზანი იქნება მიღწეული, მკაფიო ვადები არ არსებობს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ სამხედრო სპეცოპერაცია მიზნების მიღწევის შემდეგ დასრულდება. არ არსებობს მკაფიო ვადები, მთავარია ამ ოპერაციის ეფექტურობა“, − განაცხადა პესკოვმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვთ მკაფიო ბრძანება, თავიდან აიცილონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება და სამოქალაქო მსხვერპლი, ამიტომ ისინი „მუშაობენ ძალზე აკურატულად, იყენებენ ზეზუსტ იარაღს და გამორიცხავენ რაიმე დარტყმას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“.

რუსეთმა უკრაინაში ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა, რასაც უკრაინის „დენაციფიკაციისა და დელიმიტარიზაციის მიზნით სამხედრო სპეცოპერაცია“ უწოდა.

Cesko