ზოოფილიის შემთხვევა წალენჯიხაში – არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძროხა გააუპატიურა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო TIA.GE-სთან წყარომ ექსკლუზიურად განაცხადა, შემთხვევა საკალანდიოს უბანში მოხდა. ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც თბილისიდან იყო ჩასული, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ოთხფეხა საქონელთან სქესობრივი კავშირის დამყარებისას, ფაქტზე წაუსწრო.
როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, იმის დასამტკიცებლად, რომ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მას თვითმხილველმა ვიდეოც გადაუღო.
მოგვიანებით, ზოოფილს ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძროხა გააუპატიურა. ძროხის პატრონი სასამართლოპში ჩივილს აპირებს და კაცისგან 3000 ლარს მოითხოვს.
საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, არც სამართალდამცველებისა და არც ოჯახის მიერ.
წყარო: „tia.ge“