40 Views
“4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო,- ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც თეა მარტყოფლიშვილი განმარტავს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა დაასახელა მათი გვარი, ვინც სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.
„თუ არ ვცდები, 4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო. ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ივანიშვილი – ეს სამი გვარი დაასახელა. მეუფე იაკობი ხომ მორწმუნეა, დადოს ბიბლიაზე ხელი, ან პატრიარქთან მივიდეთ და დაიფიცოს, თუ მე ვტყუი“,- აღნიშნავს გოგაშვილის მეუღლე.