ეკონომიკის ექსპერტ ოთო აბესაძის მეუღლე დეა აფციაური, სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:
“ბატონო სოსო, ყველაზე სამწუხაროა თქვენნაირი მშობლების გამო შვილები, რომ იჩაგრებიან, მაგრამ ამ ყველაფერში მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ხართ დამნაშავე.
თუმცა თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო 2017 წელს მშობლებიან-შვილებიანად შეიწირეთ მთელი ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობა, რომელსაც დღემდე ვმკურნალობთ.
თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო აღმოჩნდა ჩემი ქმარი ციხეში,
თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო გარდაეცვალა ბაბუა,
თქვეენი არასამართლიანი ქმედების გამო დამიზიანდა ფიზიკურ-მენტალური ჯანმრთელობა და გაგვიმწარდა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი.
თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო თეთრი კაბის მაგივრად, გლდანის ციხის კედლებში მოვაწერე საყვარელ ადამიანთან ხელი,
თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო დავდიოდი ყოველდღე “პერედაჩებზე” ისე, რომ არ ვიცოდი კიდე 1თვე, 1 წელი თუ 10 წელი მომიწევდა გლდანის ციხეში სიარული.
საბოლოოდ ზოგიერთი ადამიანი ტოვებს იმ ადგილს, სადაც უსამართლოდ ხვდება და სხვები იკავებენ იგივე ადგილს სამართლიანად…
გპირდებით პირველ ხილს და წვენს მე შემოგაწვდით “პერედაჩაზე”
კარმა უზენაესი სასამართლოა ჩვენნაირი მოკვდავებისთვის ბატონო სოსო “,- წერს დეა აფციაური.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში გვიან ღამით აიყვანეს.