რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სიტყვებზე რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების სავარაუდო შეკავების შესახებ და მან დაცინვით განაცხადა, რომ „ასეთი შემთხვევა“ სამედიცინო ენციკლოპედიაში უნდა მოიძებნოს.
„სამედიცინო ენციკლოპედიისკენ წავედი. ასეთი შემთხვევა სადმე უნდა იყოს აღწერილი“, – წერს ზახაროვა ტელეგრამის არხზე.
მანამდე, ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, იძულებით გადაჰყავს უკრაინის 1,6 მილიონამდე მოქალაქე თავის ტერიტორიაზე, ართმევს მათ დოკუმენტებს და გასცემს რუსეთის პასპორტებს. მსგავსი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმაც გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „უკრაინის 2 მილიონი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს, საბუთები წაართვეს და შორეულ რაიონებში გადაჰყავთ“.