22 Views
პოლონეთის დედაქალაქში ქურდული შეკრება სპეცოპერაციით დასრულდა. ვარშავაში ჩასული ე.წ. კანონიერი ქურდები შეკრების ადგილიდან გაიქცნენ, თუმცა, სამართალდამცველებმა ოთხი გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის დაკავება მაინც მოახერხეს.
დაკავებულნი არიან: მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის დაჯგუფების წევრები – რამაზ ჯინჭარაძე, ალეკო პავლიაშვილი, სულხან თვალჭრელიძე და მამუკა კვიჟინაძე. თავად ლავასოღლიმ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.
ვარშავაში ქურდულ შეკრებაზე სულ 35-მდე კანონიერი ქურდი ჩავიდა. მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტებს ამ შეხვედრაზე კლანებს შორის არსებული დაპირისპირების მოგვარება ჰქონდათ დაგეგმილი.