„მთვარე ერთგვარად „შურს იძიებს“ – რა მოხდება 13 ივლისს და რა უნდა გავაკეთოთ … ?

0
831
20 Views

2022 წელს ორი სუპერმთვარეა, თუმცა 13 ივლისის მოვლენა თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ზოგადად, ამ წელს კოსმოსური თარიღები ერთმანეთის მიყოლებითაა და შედეგებიც გამუდმებით იცვლება. ვიღაც იღბალს პოულობს, ვიღაცისთვის კი წარუმატებელი პერიოდია. მთვარე დედამიწის მცხოვრებლებზე მუდმივად მოქმედებს. მისი ფაზებიდან გამომდინარე, მცენარეების სასიცოცხლო ციკლი, ცხოველების ქცევა და ადამიანების კეთილდღეობა იცვლება. ზოგიერთ ადამიანზე კი ეს მოვლენები განსაკუთრებით მოქმედებს.

13 ივლისს მეორე სუპერმთვარეა. იმის მიუხედავად, რომ იგი დედამიწასთან ისე ახლოს არ იქნება, როგორც 14 ივნისს იყო, მისი ენერგია გაცილებით საშიშია. მიზეზი მთვარის თხის რქის ნიშანში არსებობაა, რომელიც “მტრულადაა” გამწყობილი მთვარის მიმართ. იმის გამო, რომ თხის რქა და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდებიან, ძალიან დაძაბული იქნება ურთიერთობა. ჩვეული მყუდრო და კომფორტული ატმოსფეროს ნაცვლად, თხის რქა მთვარეს სიცივით, სიბნელით და ასკეტიზმით ხვდება. ამის გამო კი მთვარე ერთგვარად “შურს იძიებს” და უარყოფით ენერგიას ათავისუფლებს, რაც ჩვენზე, თითოეულ ადამიანზე, იმოქმედებს.

ამ პერიოდში კომუნიკაცია ძალიან გართულებულია და შესაძლოა, ვერ გავიგოთ, რას გრძნობს ადამიანი რეალურად. ნებისმიერ ცვლილებას უხალისოდ და ნეგატიურად განვიხილავთ, რჩევებს კი მტრულად აღვიქვამთ. აღსანიშნავია, რომ, სხვა სავსე მთვარეებთან შედარებით, 13 ივლისს მთვარე უფრო კაშკაშა და 10% დიდი გახდება.როგორ დავიცვათ თავი უარყოფითი ენერგიისგან?

დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: რისი გაკეთება გსურთ ამ პერიოდში? მიზნის არჩევის შემდეგ კი შესრულების გეგმაზე იფიქრეთ. დარწმუნდით, რომ თქვენი სურვილი სხვა ადამიანებს არ ეხება და არავის ავნებს – წინააღმდეგ შემთხვევაში, თხის რქა ნეგატივს სამჯერ უფრო დიდი ძალით უკან დაგიბრუნებთ.

შეეცადეთ, ნებისმიერი ვალდებულება ცოტა ხნით გვერდზე გადადოთ. სუპერმთვარემდე სამი დღით ადრე და სამი დღის შემდეგ დაიცავით ეს რუტინა;

ამ რთულ ფაზაში ჩიხში შედის არა მხოლოდ საქმეები, არამედ რომანტიკული ურთიერთობებიც – ნუ გამოავლენთ სიბრაზეს და გაიხსენეთ ყველა ის თვისება, რატომაც თქვენი მეორე ნახევარი შეგიყვარდათ.

შეგიძლიათ რამდენიმე რიტუალიც ჩაატაროთ:

როდესაც მთვარე ამოსვლის მაქსიმალურ წერტილს მიაღწევს, თვალები დახუჭეთ და გონებაში სამყაროს მოსმენისა და დაცვისკენ მოუწოდეთ. ჩაიფიქრეთ სურვილი და მთვარეს ასრულება სთხოვეთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ფურცელზე დაწეროთ თქვენი სანუკვარი ოცნებების შესახებ, დადოთ ფანჯრის რაფაზე ისე, რომ მთვარის შუქი მოხვდეს. იგი მნიშვნელოვან ენერგიას მიიღებს და თქვენი სურვილების შესრულებას დააჩქარებს.

Cesko