დავით მაღრაძეს სოციალურ ქსელში „ფეიკი“ ლექსი გაუვრცელეს? – რას წერს დაჩი ცაგურია

0
896
18 Views

„საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი, დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში წერს, რომ პოეტ დავით მაღრაძეს სოციალურ ქსელში „ფეიკი“ ლექსი გაუვრცელეს.

„ნაცებმა რაღაც ახალი ჟანრი გამოიგონეს, წერენ ცრუ ტექსტებს და ისე დებენ, რომ თითქოსდა მაგალითად, დათო მაღრაძის დაწერილია. მე ცხადია არც კი გავაზიარებ ამ სამარცხვინო ნაჯღაბნს და არ შევუწყობ ხელს სიცრუის გავრცელებას. ამ გულის ამრევი უბადრუკი მცდელობით ცხადია, ფიქრობენ, რომ შეურაცხყოფას მიაყენებენ დათო მაღრაძეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ვერაფერს დააკლებენ და მხოლოდ ნაცების სახე გამოჩნდება კიდევ ერთხელ! აქამდე ხომ მერეოდა გული თქვენზე, ახლა ორმაგათ და ათმაგათ მერევა გული თქვენზე თქვე საცოდავებო! ეს არის ხალხის შეურაცხყოფა, რომ გინდა მოატყუო და სიცრუით შეურაცხყო ადამიანი. არ მიკვირს ცხადია ამ მაიმუნებისგან ეს საქციელი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გული მერევა თქვენზე“, – წერს დაჩი ცაგურია.

Cesko