თქვენ, ფაქტობრივად მხარედ გამოცხადდით, ცოტა ფრთხილად ქალბატონო დეგნან! – ნუკა არველაძე

0
769
17 Views

ჟურნალისტი ნუკა არველაძე და ეხმიანება ამერიკის ელჩ კელი დეგნანის მიერ, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე გაკეთებულ კომენტარს და წერს:

“დიპლომატზე თავდასხმა?! – უკაცრავად, თუ მიუთითეს კელი დეგნანს, რომ ამ ქვეყანაში იდიოტები არ ცხოვრობენ და პირდაპირ ეუბნებიან სათქმელს!

ქალბატონო დეგნან, თქვენ ხართ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, თქვენი ვალდებულება არ არის ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა, მით უმეტეს ხალხის მიერ არჩეული ქართული ოცნების დეპუტატის წერილზე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიტორიკით პასუხის გაცემა!

წერილის არსი განსაზღვრავდა იმას, რომ ხშირად თქვენი განცხადებები აცდენილია და ფაქტობრივად რუსული პროპაგანდის ნაწილად იქეცით.

დიახ, თქვენი პასუხი კი, რომელიც სრულად აცდენილია დიპლომატიას, სრულად ჩაჯდა ოპოზიციური რადიკალური ძალის რიტორიკაში!

თქვენ, ფაქტობრივად მხარედ გამოცხადდით და სრულად იზიარებთ იმას, რაც დაასრულა საქართველომ 2012 წელს!

უკაცრავად ქალბატონო დეგნან, მაგრამ კეთილი ინებეთ და პატივი ეცით ქართველი ხალხის არჩევანს, არჩევანს, რომელიც არის ევროპა და დასავლური განვითარება.

ჩვენ ვართ ზომიერად ლიბერალები, დემოკრატები და ტოლერანტები. ჩემი სამშობლო მთელი მისი ისტორიის მანძილზე არ დევნიდა არცერთი რელიგიის, არცერთი ეროვნებისა და არცერთი რასის წარმომადგენელს!

ჩემი სამშობლო, გენეტიკურად, იმხელა სიმდიდრის მატარებელია, რომ არც მიკვირს თქვენ ეს ვერ გაიგოთ! ამიტომ თქვენი მერკანტილური განცხადებები შეინახეთ კარგად, რადგან უნდა გრცხვენოდეთ, გრცხვენოდეთ რადგან როცა თქვენ ასე დასცინით ხალხის მიერ არჩეული დეპუტატს (მიხეილ ყაველაშვილს) იმ ხალხის რისხვას იწვევთ, ვინც ის აირჩია და ასეთი ნაბიჯებით დასავლურ ფასეულობას აუფასურებთ!

თქვენი მიზანი ქართველი ხალხისთვის ანტიდასავლური განწყობის შექმნაა?
ცოტა ფრთხილად ქალბატონო დეგნან, ცოტა ფრთხილად! ჩვენს ღირსებას ასე უდიერად არ უნდა შეეხოთ!

და რა ვიფიქროთ – თქვენთვის თუ მნიშვნელოვანია მხოლოდ სააკაშვილის გარემოცვას ასიამოვნოთ თქვენ ეს კარგად გამოგივიდათ და ჩვენ გვაპატიეთ თუ, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სამშობლო!!! – საქართველო უპირველეს ყოვლისა!”

Cesko