სია: ვის წინააღმდეგ განიხილავენ სანქციების ამოქმდების საკითხს,   ამერიკისა და ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები!

0
1547
23 Views

“ალია” კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის წინააღმდეგ არის შესაძლო სანქციების ამოქმედება ამერიკის და ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მიერ.

ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების საკითხი, უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამერიკა და ევროკავშირი ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სხვა და სხვა სახის სანქციებს ამზადებენ და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ვის რა სახის სანქციებს დაუწესებენ. ადრე თუ ევროკავშირი აქტიურობდა ივანიშვილისა და მისი კლანის დასანქცირებაზე, ახლა ამერიკა უფრო გააქტიურდა და გაჩნდა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ჯერ ამერიკა აამოქმედებს სანქციებს და მერე – ევროკავშირი.

სხვათა შორის, 30 ივნისს „ალიას“ კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა, რომ „ამერიკა დაასწრებს ევროპას სანქციების ამოქმედებას და შემდეგ უკვე ევროკავშირი აამოქმედებს სანქციებს“.

როგორც ხედავთ, ჩვენი წყარო არ შემცდარა და სანქცირების საკითხში ამერიკა ევროკავშირზე მეტად გააქტიურდა. ამავე წყარომ, „ალიას“ ექსკლუზიურად მოაწოდა სია იმ ადამიანებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, სანქციების ქვეშ მოხვდებიან. შეგახსენებთ, წყარო ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრია და მის ვინაობას, მისი თხოვნით და მისივე უსაფრთხოების მიზნით, არ ვასახელებთ.

წყარო აცხადებს, რომ სია, რომელიც მან მოგვაწოდა, უტყუარია და ამ სიის დიდი ნაწილი შეადგინა მაკფოლ-ერმაკის ჯგუფმა, რომელიც თავდაპირველად მონიტორინგს უწევდა რუსი ოლიგარქების დასანქცირების საკითხს, ეს ჯგუფი აგროვებდა ინფორმაციებს რუსი ოლიგარქების საზღვარგარეთ არსებული ქონების შესახებ და ამ ჯგუფის მიერ ევროკავშირისა და ამერიკისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. «ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“- განუცხადა მაიკლ მაკფოლმა ერთ-ერთ ქართულ მედია-საშუალებას. შეგახსენებთ, რომ მაიკლ მაკფოლი ამერიკის ელჩი იყო უკრაინაში.

ასევე, წყაროს თქმით, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც მასში შეიყვანეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ანუ ერმაკი-მაკფოლის სიის გარდა, არსებობს მეორე სიაც, რომელიც ამჟამად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განხილვის სტადიაშია, თუმცა, ამ ორ სიაში ძალიან ბევრი ერთი და იგივე პიროვნებაა. ვის დაასანქცირებენ პირველ ეტაპზე, მალე გაცხადდება.

„სია საკმაოდ გრძელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიაში მყოფ ყველა ადამიანს დაასანქცირებენ. ერთადერთი, რაც დადასტურებით შემიძლია ვთქვა, სანქციები ბიძინა ივანიშვილს შეეხება. ცხადია, პირველ ეტაპზე კიდევ რამდენიმე ადამიანს შეეხება სანქციები, მაგრამ ვის, ეს მალე გამოჩნდება. ვფიქრობ, ასე მოხდება და თუ ამერიკა და ევროკავშირი საჭიროდ ჩათვლიან, მაშინ სანქცირების მეორე ეტაპიც იქნება. ვიმეორებ, რომ ივანიშვილსა და მისი სახელისუფლებო და ბიზნეს კლანის წევრების წინააღმდეგ, სანქციებს ჯერ ამერიკა აამოქმედებს, ხოლო შემდეგ ევროკავშირი.

ასევე, სანქციების ნაწილს გარკვეული პერსონების წინააღმდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამოიყენებენ, ვიდრე ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ პაკეტს განიხილავენ და 27 ქვეყანა ერთხმად დაეთანხმება. დადასტურებულად ვიცი, რომ დასასანქცირებელი ხალხის ის სია, რომელზეც ვლაპარაკობთ, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებშიც დევს და სანქციებზე უარს არც ისინი იტყვიან.

გთავაზობთ სიას, ვის წინააღმდეგაც სანქციების ამოქმდების საკითხს, ერთდროულად განიხილავს ამერიკისა და ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები!

ბიძინა ივანიშვილი

უტა ივანიშვილი

ბერა ივანიშვილი

ალექსანდრე ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის ძმა.

კახა კობიაშვილი.ბიძინა ივანიშვილის დის შვილი).

უჩა მამაცაშვილი.ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი.

ტატე მამაცაშვილი – უჩა მამაცაშვილის შვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორი

ვახტანგ გომელაური, შ.ს. მინისტრი

გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

თეა წულუკიანი. ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრი.

ირაკლი ქარსელაძე,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძე -„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი მთავარი პროკურორი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი.

ვანო ჩხარტიშვილი – ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი.

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი.

ირაკლი რუხაძე – ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი.

ლევან ხიდაშელი – ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი.

წყარო აცხადებს, რომ ამერიკა და ევროკავშირი, ასევე, მუშაობენ იმ პროკურორების, მოსამართლების, სახელმწიფო ჩინოვნიკებისა და პარლამენტის დეპუტატების დასანქცირების თაობაზე, რომელთა შესახებაც მათ გააჩნიათ იმდენი მტკიცებულებები, რომ მათ წინააღმდეგ აამოქმედონ სანქციები და ეს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებად არ იქნეს აღქმული. ასევე, ევროკავშირი და ამერიკა მუშაობენ მეორად სანქციებზე, რომლებიც შეეხებათ დასანქცირებული პირების ოჯახის წევრებს, სიაში მოხვედრილ ბიზნესმენების პარტნიორებს და მათან დაკავშირებულ სხვა პირებს. „სამომავლოდ,სავარაუდოდ, ამ მეორადი სანქციების ქვეშ მოხვედრილი ადამიანების სიასაც ვიხილვთ, თუმცა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, პირველ ეტაპზე დასანქცირებული პერსონების, მათ შორის, ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების შემდეგ, რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან, ამერიკასთან და რუსეთთან მიმართებაში“ – განუცხდა „ალიას“ წყარომ.

წყარო: https://www.alia.ge/

Cesko