გელა ხვადაგიანი ბრიუსელიდან, მიხელ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან, ედუარდ სააკაშვილთან და ენმ-ის წევრ, გიორგი ჩალაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“ბრიუსელში ვიზიტისას დავრწმუნდი,
რომ მიხეილ სააკაშვილის აქტუალურობა ევროპაში არათუ შემცირდა, არამედ უკრაინაში ომმა და მისმა პატიმრობამ გაზარდა დაინტერესება მისი ბედის მიმართ.
ეს გამოიხატა მისი ოჯახის ვიზიტის გაგების შემდგომ ევროპარლამენტარების არნახულ დაინტერესებაში მისი ოჯახის წევრების მიმართ.
პარლამენტარები არათუ ინტერესდებოდნენ მასთან შეხვედრით,
არამედ დერეფნებში მიდიოდნენ თავისი ინიციატივით და იგებდნენ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ.
ასევე მიგვიწვიეს ერთერთი კომიტეტის სხდომაზე, სადაც 50-მდე ევროპარლამენტარი ესწრებოდა და ხორვატიის პრემიერ მინისტრი სიტყვით გამოდიოდა.
საკომიტეტო დარბაზში შესვლისას სხდომის წამყვანმა Manfred Weber-მა გამოაცხადა, რომ სხდომას დაესწრებოდა საქართვლოს მესამე პრეზიდენტის დედა ქალბატონი გიული ალასანია და მისი ვაჟი ედუარდ სააკაშვილი.
ორმოცდაათივე ევროპარლამენტარი ფეხზე წამოდგა და ტაშით მიესალმა.”