“ამ მიდგომებით, ფაქტობრივად, დასავლეთი, უკრაინას სამშვიდობო პროცესზე გადასვლის საშუალებას არ აძლევს“ – სერგეი ლავროვი

0
521
25 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განაცხადებით, თუ დასავლეთის ქვეყნებს სურთ რუსეთის უკრაინასთან დამარცხება, მაშინ მათთან სალაპარაკო არაფერია.

„თუ [დასავლეთს] სურს არა მოლაპარაკება, არამედ უკრაინის გამარჯვება რუსეთზე ბრძოლის ველზე, მაშინ ალბათ, დასავლეთთან სალაპარაკო უბრალოდ არაფერია, რადგან ამ მიდგომებით, ფაქტობრივად, ის უკრაინას სამშვიდობო პროცესზე გადასვლის საშუალებას არ აძლევს“, – აღნიშნა ლავროვმა „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, ინდონეზია „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს.

Cesko